“Domine, quo vadis?” – საქართველოს მოწყვლადობა ევროკავშირის გაურკვეველი მომავლის მიმართ

თათია დოლიძე

ევროპაში იდენტობის უდიდესი კრიზისის ფონზე, ევროკავშირი, ერთი მხრივ, ზეიმობს, მეორე მხრივ კი გლოვობს რომის ხელშეკრულებების მესამოცე წლისთავს. 2017 წლის 25 მარტს სახელმწიფოებისა თუ მთავრობების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ინსტიტუტების პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს რომის სამიტზე, რათა მიეღოთ დეკლარაცია ევროპის მომავალზე– მომავალზე, რომელიც ამჟამად გაურკვეველია.

რომის ხელშეკრულების ხელმოწერა, 25 მარტი 1957 წელი

„ბრექსიტის“ (Brexit) გადაწყვეტილებითა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით წახალისებული ნაციონალისტური განწყობა „დომინოს პრინციპით“ გავრცელდა მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში. ევროპის თანამედროვე ნაციონალიზმი  ანგლო–ამერიკული პოლიტიკური მაჯისცემის („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“; „კონტროლის უკან წაღება”) გამოძახილია და არის პოპულისტური, ანტიისლამისტური, მიგრანტებისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი.

ამჟამად, საყოველთაო ყურადღება მიპყრობილია საფრანგეთის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისკენ,  რომლის შედეგებიც განსაზღვრავს დარჩება „ბრექსიტი“  უნიკალურ შემთხვევად („sui generis“) თუ შექმნის პრეცედენტს, რომლისაც ასე ეშინიათ ევროპის გულშემატკივრებს. საფრანგეთი ერთ თვეში, ან გერმანია – სექტემბერში, ფედერალური არჩევნების შედეგებით გადაწყვეტს ევროკავშირის ბედს. 

ნახვა გადმოწერა

Related Posts