ELS-ის დღიურები – აპრილის თვის გამოცემა

„მომავალ ლიდერთა სკოლაში“ (ELS) უკვე მეორე თვეა ტრენინგების სერია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ELS-ის მონაწილეები ტრენერებისგან იღებენ დავალებებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. თავიანთ პრეზენტაციებს კი ტრენინგზე ონლაინ დისკუსიის სახით განიხილავენ. ELS-ის დღიურების ამ გამოცემაში შევაჯამოთ აპრილის თვეში განხილული თემები, რომლებიც უკვე მოისმინეს „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებმა თბილისსა და საქართველოს სამ რეგიონში – ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა. აპრილის თვის განმავლობაში, ტრენინგ-პროგრამამ სულ 5 თემა და 12 სესია მოიცვა.  

გარდა ტრენინგებისა, ერთი სიახლე, რომელიც  „მომავალ ლიდერთა სკოლამ“ შესთავაზა ახალგაზრდებს, არის  შეხვედრების ახალი სერია – სივრცე დისკუსიისთვის. სივრცე დისკუსიისთვის არის დამატებითი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და უშუალოდ მოწვეული პროფესიონალებისგან/გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.  

აპრილის თვეში, სივრცე დისკუსიისთვის უკვე მოეწყო ზუგდიდსა და ბათუმში. ადგილობრივი პერსპექტივა: Covid-19-ის გავლენა სამეგრელოზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებზე ეს იყო პირველი თემა, რომელიც დისკუსიაში მოწვეულმა სამთავრობო, არასამთავრობო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს.  

ზუგდიდში დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე მოწერელიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული; მალხაზ ჯალაღონიაკლინიკების „ევექსისა“ და „კურაციოს“ ექიმი; ნანა ოდიშარიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი; ხათუნა ბეჭვაიაარასამთავრობო ორგანიზაცია “თანაზიარის” ხელმძღვანელი. [შეხვედრის მიმოხილვა]

დისკუსიაში კი, რომელიც მომდევნო დღეს ბათუმში გაიმართა ჩაერთნენ: ამუკა ბერძენიშვილი – ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; პაატა აროშიძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების პროფესორი, ამარ კაიკაციშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე; დათო მურვანიძე – ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი; ვახტანგ გველებიანი – გურიის გუბერნიაში  რეგიონული პროექტების კოორდინატორი. 

მაისში ტრენინგები, რომლებიც ასევე ონლაინ ფორმატში გაგრძელდება, შემდეგ თემებს შეეხება:

  • საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები – კოტე სულამანიძე
  • საჯარო გამოსვლა – ანდრო დგებუაძე
  • მდგრადი განვითარების მიზნები და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში – ნინო ჯანელიძე
  • განათლების პოლიტიკა საქართელოში – სიმონ ჯანაშია
  • ახალგაზრდობის პოლიტიკა – ნინა გოგოლაძე
  • პოლიტიკური კომუნიკაცია – ნინო აბზიანიძე

 

მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

ტრენინგების სერია, რომელიც ELS-ში თვეში ორჯერ, ყოველ მეორე შაბათკვირას იმართება, კიდევ 3 თვეს გაგრძელდება და ივლისში მისი პირველი ფაზა დასრულდება.

Related Posts