ELS-ის დღიურები – ივნისის თვის გამოცემა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ტრადიციულად გთავაზობთ „მომავალ ლიდერთა სკოლაში“ გასულ თვეს ჩატარებული ტრენინგების შეჯამებას ELS დღიურების სახით. ტრენინგები ამჯერადაც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. 

ივნისის თვის განმავლობაში ტრენინგ-პროგრამამ სულ 11 თემა და 21 სესია მოიცვა. გაეცანით თემებსა და ტრენერებს:

 

მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

ELS-ის პირველი ფაზა  ივლისში დასრულდება.

Related Posts