ELS-ის დღიურები – მაისის თვის გამოცემა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ტრადიციულად გთავაზობთ „მომავალ ლიდერთა სკოლაში“ გასულ თვეს ჩატარებული ტრენინგების შეჯამებას ELS დღიურების სახით. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრენინგები ამჯერადაც ონლაინ ფორმატში გაგრძელდა.

პარალელურად, მაისში მოეწყო ორი „სივრცე დისკუსიისთვის“ თბილისსა და რუსთავში.სივრცე დისკუსიისთვის შეხვედრების ახალი სერია და დამატებითი შესაძლებლობაა ELS-ის მონაწლეებისთვის, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და უშუალოდ მოწვეული პროფესიონალებისგან და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.  

ონლაინ დისკუსიები დღეისათვის ყველაზე აქტუალურ თემას – კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასა და ქვეყანაში შექმნილ კრიზისს დაეთმო.

გაეცანი შეხვედრის მიმოხილვას რუსთავში!

გაეცანი შეხვედრის მიმოხილვას თბილისში!

მაისის თვის განმავლობაში ტრენინგ-პროგრამამ სულ 9 თემა და 20 სესია მოიცვა. თემები და ტრენერები:

 

ივნისში, ტრენინგები ასევე ონლაინ ფორმატში გაგრძელდება და შემდეგ თემებს შეეხება:

  • ადვოკატირება – ლიზა სოფრომაძე
  • რელიგია და ტოლერანტობა – ლევან გიგინეიშვილი
  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) – ნათია დაღელიშვილი
  • სამოქალაქო საზოგადოება – დავით აფრასიძე
  • ადგილობრივი თვითმმართველობა – ნინო ლოლაძე.

 

მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

ELS-ის პირველი ფაზა  ივლისში დასრულდება.

Related Posts