ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა პირველივე ტურში მისი გამარჯვება ნაკლებ სავარაუდოა

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ყველაზე ძლიერ პრეტენდენტად რჩება. თუმცა დამკვირვებელთა და ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, იგი პირველ ტურში გამარჯვებას ვერ შეძლებს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულმა ექსპერტთა გამოკითხვამ 40 საერთაშორისო და ქართველი პოლიტიკური დამკვირვებლისა და მკვლევარისგან მოაგროვა შეფასება. აღნიშნული მოსაზრებები ერთად აღებული მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისთვის  ე.წ.  „შესაძლებლობათა კორიდორს“ ქმნის. (more…)

...

განსხვავდება თუ არა ექსპერტებისა და საზოგადოების ხედვა? ექსპერტებისა და საზოგადოების მოსაზრებების შედარება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ექსპერტთა რიგით მეშვიდე გამოკითხვა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ექსპერტებს მიმდინარე მოვლენების შესახებ თავიანთი ხედვების გაზიარება სთხოვა. ექსპერტთა გამოკითხვამ იმ 28 უცხოელი და ქართველი ექსპერტის პასუხები გაანალიზა, რომლებიც აქტიურად იკვლევენ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო გამოეკვლია, თუ რამდენად განსხვავდება საექსპერტო საზოგადოების მოსაზრებები, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, ქართულ საზოგადოებაში არსებული ხედვებისა და აღქმებისგან. (more…)

...

გამოწვევები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ექსპერტთა შეფასება

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ,  ოცი ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და დემოკრატიზაციის პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და რომ საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოში მყარი საფუძველი აქვს და მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკური ელიტა, ასევე მოსახლეობა. (more…)

...

ქართველი და უცხოელი ექსპერტები განვლილ 2017 წელს აფასებენ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ექსპერტპოლის“ პროექტის ფარგლებში, 2017 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა 20 ქართველი და უცხოელი მიმომხილველი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ქართველ და უცხოელ ექსპერტთა მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტწილად იდენტური იყო და კარგად ასახავს საქართველოს მთავრობის  მიერ მიღწეულ ამბივალენტურ შედეგებს დემოკრატიზაციის, საგარეო პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით.

(more…)

...

დემოკრატიზაცია და ევროპეიზაცია საქართველოში: როგორ წარვმართოთ პროცესი?

ლევან კახიშვილი, ელენე ფანჩულიძე

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ცნობიერება ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებზე საკმაოდ დაბალია. რიგითი ქართველისთვის, ყოველთვის ცხადი არაა, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული პროცესები, ერთმანეთის მსგავსია, თუ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან; რას გულისხმობენ ისინი; გარე აქტორების მხრიდანაა თავსმოხვეული, თუ ქართული საზოგადოების მიერაა ინიცირებული. პრობლემა ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული. (more…)

...

ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი? 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმოხილვა

ქეთევან გოლეთიანი*

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველო სახალხო მანდატის მქონე სახელმწიფო მეთაურს, სავარაუდოდ, ბოლოჯერ აირჩევს, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი  კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით,  შევა ძალაში. წინასაარჩევნო გარემო, რომელსაც თან არაერთი გაურკვევლობა ახლავს, პრეზიდენტის შემცირებულ უფლებამოსილებებთან ერთად უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეების განწყობაზე, ზრდის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობას და ერთგვარად აკნინებს მომავალი არჩევნების მნიშვნელობას მაშინ, (more…)

...

GIP-ის პროექტი: ექსპერტპოლმა ადგილობრივი არჩევნების შედეგები მაღალი სიზუსტით ივარაუდა

გასულ წელს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) სოციალური გამოკითხვების ახალი მეთოდი – ექსპერტთა გამოკითხვა (ექსპერტპოლი) დანერგა. მსგავსი გამოკითხვები ფართოდაა აპრობირებული დასავლეთში, და განსაკუთრებით აშშ-ში და დიდი სიზუსტით აკეთებს პროგნოზებს ამა თუ იმ არჩევნების ან სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების შესახებ.  GIP – ის ექსპერტთა გამოკითხვა უშუალოდ ეყრდნობა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მკვლევარის ნეით სილვერის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც აშშ-ს არჩევნების შედეგებს რეგულარულად იცნობს მაღალი სიზუსტით. (more…)

...

პოპულარული ოლიგარქია: რატომ უჭერს მოსახლეობა მხარს ქართულ ოცნებას

ბიძინა ლებანიძე*

ბოლო დროს ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაში გამოვლენილი პარადოქსული ტენდენცია:  მწვავე პრობლემების, პოლიტიკური შეცდომებისა და რთული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული ოცნების მმართველი პარტია კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება საქართველოში. (more…)

...

ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს? მითები საპარლამენტო მმართველობის შესახებ

ბიძინა ლებანიძე*

საქართველო კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ემზადება. საკონსტიტუციო ცვლილების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტ პოლემიკას იწვევს, არის თუ როგორ  უნდა ხდებოდეს პრეზიდენტის არჩევა – პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით. (more…)

...

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა: გონივრული ბალანსის ძიებაში

ბიძინა ლებანიძე* 

2017 წლის თებერვალში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობის შესაფასებლად ოცდაათი ქართველი და უცხოელი პოლიტიკური მიმომხილველი გამოჰკითხა. ზოგადი უარყოფითი სურათის ფონზე, საგარეო პოლიტიკა ერთადერთი სფერო იყო, (more…)

...

მისტერ ტრამპი და საქართველო

ჯოსეფ ლარსენ

ორ თვეში დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდება. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკის განხილვისას. (more…)

...

საქართველოს დემოკრატიული დილემა

ბიძინა ლებანიძე

მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დადებითად შეაფასა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც დემოკრატიულ (more…)

...

ექსპერტთა გამოკითხვამ არჩევნების შედეგები მაღალი სიზუსტით გამოიცნო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ექსპერტების გამოკითხვამ მეტწილად იწინასწარმეტყველა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი. (more…)

...

ქართული ოცნების მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება

კორნელი კაკაჩია
ბიძინა ლებანიძე
ჯოსეფ ლარსენი
მარიამ გრიგალაშვილი

ანგარიში ასახავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას. (more…)

...

მე-9 მოწვევის პარლამენტის სტრუქტურა

როგორ განაწილდა მანდატები საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში და ვინ დაიკავა წამყვანი პოზიციები? 

აღნიშნული ინფორმაციის ვიზუალიზაციის მიზნით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ახალი მოწვევის პარლამენტის ზოგად სტრუქტურას ინფოგრაფიკის სახით. 

(more…)

...

ხშირად დასმული შეკითხვები

  • რას წარმოადგენს ექსპერტთა გამოკითხვა? ექსპერტთა გამოკითხვა არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა (Georgian Institute of Politics – GIP). ინიციატივა გულისხმობს 30-50 ექსპერტის გამოკითხვას და მათი მოსაზრებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
  • ვინ აწარმოებს გამოკითხვას? პროექტის ავტორია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. 
  • რა არის ექსპერტთა გამოკითხვის მთავარი უპირატესობა? როგორც წესი, სხვადსხვა სფეროში მომუშავე რამდენიმე ექსპერტთა კოლექტიური აზრი უფრო ზუსტია, ვიდრე ცალკეული ექსპერტების პოზიცია. წინასაარჩევნოდ მათი მოსაზრებების მოგროვება და გაანალიზება დაგვეხმარება არჩევენის შედეგების პროგნოზირებაში.
  • ვინ არიან ექსპერტები? ჩვენი გამოკითხვისთვის ხდება სხვადასხვა სფეროში მომუშავე როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტების შერჩევა და მათი გამოკითხვა სხვადასხვა გზებით.
  • რამდენი ექსპერტი იღებს გამოკითხვაში მონაწილეობას? როგორც წესი, ხდება 30-50 ექსპერტის გამოკითხვა, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ პასუხების ფართო სპექტრი.
  • შესაძლებელია რომ მონაწილეობა მივიღო თქვენს გამოკითხვაში? დიახ, თუ თქვენ გაქვთ ექსპერტული ცოდნა აღნიშნულ საკითხზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და გვიამბოთ თქვენ შესახებ.
  • რა საჭიროა შედეგების პროგნოზირება? სავარაუდო სცენარების იდენტიფიცერება საშუალებას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითრებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
  • რა გზას მიმართავთ რესპონდენტთა არაადეკვატური პასუხების შემთხვევაში? ჩვენ გამოცდილ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად შევიმუშავეთ გამოკითხვის შედეგების გაფილტვრის რამდენიმე მეთოდი, რაც შედეგებს უფრო რეალისტურს ხდის.
  • რა განსხვავებაა ექსპერტთა გამოკითხვას და სოციოლოგიურ კვლევას (მოსახლეობის გამოკითხვას) შორის? როგორც წესი, სოციოლოგიური კვლევები არის ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტი არჩევნების შედეგებს გამოსაცნობად, თუმცა მას თან ახლავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება.
  • რა არის სოციოლოგიური კვლევების მთავარი ნაკლოვანებები? ბევრი ადამიანი არ არის მზად ისაუბროს საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ. ამასთან სოციოლოგიური კვლევები ცდილობენ მოიცვან მთელი მოსახლეობა, თუმცა როგორც წესი, მოსახლოების დაახლობით 40% არჩევნებზე არ მიდის. შესაბამისად, ძალიან რთულია იმის გამოცნობა, თუ ამომრჩევლის კონკრეტულად რომელი ნაწილი არ წავა არჩევნებზე. ზოგადად, სოციოლოგიური გამოკითხვები უფრო სასარგებლოა მოსახლეობის პრეფერენციების გამოსაკვლევად, თუმცა ისინი ხშირად არ არის საკმარისი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად.
  • როგორ უმკლავდებიან სოციოლოგიური კვლევების აღნიშნულ ნაკლოვანებებს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში? სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციებმა დასავლეთში ათწლეულების განმავლობაში შეიმუშავეს და დახვეწეს სხვადასხვა მეთოდები, რომელიც გულისხმობს კვლევის შედეგების სხვადსხვა კრიტერიუმების მიხედვით გაფილტვრას და აგრეგაციას. სავარაუდოდ, შემდგომი 5-10 წლის განმავლობაში სოციოლოგიური კვლევის ტექნიკები დაიხვეწება საქართველოშიც.
  • არსებობს მსგავსი გამოკითხვის ანალოგი სხვა ქვეყნებში? კვლევა ეყრდნობა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მკვლევარის ნეით სილვერის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც საკუთარ ვებსაიტზე 538 აშშ-ს არჩევნების შედეგებს რეგულარულად აქვეყნებს მაღალი სიზუსტით.
  • ვინ აფინანსებს ექსპერტთა გამოკითხვას? გამოკითხვას ამ ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ს “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” (National Endowment for Democracy, NED)

ექსპერტთა გამოკითხვა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, 30-50 ექსპერტის გამოკითხვას და მიღებული შედეგების, დასავლეთში ფართოდ აპრობირებული მეთოდოლოგიით, გაფილტვრა-აგრეგაციას.

გაიგე მეტი ექსპერტთა გამოკითხვის შესახებ