ექსპერტების აზრით, მთავრობა და ოპოზიცია პოლარიზაციისა და პოპულიზმის მზარდ ტენდენციაზე თანაბრად არიან პასუხისმგებელნი

ექსპერტთა გამოკითხვა #9, აპრილი 2019.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ექსპერტთა რიგით მეცხრე გამოკითხვის ფარგლებში, პოპულიზმისა და პოლარიზაციის მზარდი ტენდენცია გამოიკვლია. ინსტიტუტმა 34 ცნობილ ქართველ და უცხოელ ექსპერტს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიამაუწყებლობებში პოლარიზაციისა და პოპულიზმის დონის შეფასება სთხოვა.

(more…)...

ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა პირველივე ტურში მისი გამარჯვება ნაკლებ სავარაუდოა

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ყველაზე ძლიერ პრეტენდენტად რჩება. თუმცა დამკვირვებელთა და ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით, იგი პირველ ტურში გამარჯვებას ვერ შეძლებს. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულმა ექსპერტთა გამოკითხვამ 40 საერთაშორისო და ქართველი პოლიტიკური დამკვირვებლისა და მკვლევარისგან მოაგროვა შეფასება. აღნიშნული მოსაზრებები ერთად აღებული მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისთვის  ე.წ.  „შესაძლებლობათა კორიდორს“ ქმნის. (more…)

...

განსხვავდება თუ არა ექსპერტებისა და საზოგადოების ხედვა? ექსპერტებისა და საზოგადოების მოსაზრებების შედარება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ექსპერტთა რიგით მეშვიდე გამოკითხვა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ექსპერტებს მიმდინარე მოვლენების შესახებ თავიანთი ხედვების გაზიარება სთხოვა. ექსპერტთა გამოკითხვამ იმ 28 უცხოელი და ქართველი ექსპერტის პასუხები გაანალიზა, რომლებიც აქტიურად იკვლევენ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო გამოეკვლია, თუ რამდენად განსხვავდება საექსპერტო საზოგადოების მოსაზრებები, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, ქართულ საზოგადოებაში არსებული ხედვებისა და აღქმებისგან. (more…)

...

გამოწვევები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ექსპერტთა შეფასება

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ,  ოცი ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და დემოკრატიზაციის პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და რომ საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოში მყარი საფუძველი აქვს და მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკური ელიტა, ასევე მოსახლეობა. (more…)

...

ხშირად დასმული შეკითხვები

  • რას წარმოადგენს ექსპერტთა გამოკითხვა? ექსპერტთა გამოკითხვა არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა (Georgian Institute of Politics – GIP). ინიციატივა გულისხმობს 30-50 ექსპერტის გამოკითხვას და მათი მოსაზრებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
  • ვინ აწარმოებს გამოკითხვას? პროექტის ავტორია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. 
  • რა არის ექსპერტთა გამოკითხვის მთავარი უპირატესობა? როგორც წესი, სხვადსხვა სფეროში მომუშავე რამდენიმე ექსპერტთა კოლექტიური აზრი უფრო ზუსტია, ვიდრე ცალკეული ექსპერტების პოზიცია. წინასაარჩევნოდ მათი მოსაზრებების მოგროვება და გაანალიზება დაგვეხმარება არჩევენის შედეგების პროგნოზირებაში.
  • ვინ არიან ექსპერტები? ჩვენი გამოკითხვისთვის ხდება სხვადასხვა სფეროში მომუშავე როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტების შერჩევა და მათი გამოკითხვა სხვადასხვა გზებით.
  • რამდენი ექსპერტი იღებს გამოკითხვაში მონაწილეობას? როგორც წესი, ხდება 30-50 ექსპერტის გამოკითხვა, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ პასუხების ფართო სპექტრი.
  • შესაძლებელია რომ მონაწილეობა მივიღო თქვენს გამოკითხვაში? დიახ, თუ თქვენ გაქვთ ექსპერტული ცოდნა აღნიშნულ საკითხზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და გვიამბოთ თქვენ შესახებ.
  • რა საჭიროა შედეგების პროგნოზირება? სავარაუდო სცენარების იდენტიფიცერება საშუალებას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითრებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
  • რა გზას მიმართავთ რესპონდენტთა არაადეკვატური პასუხების შემთხვევაში? ჩვენ გამოცდილ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად შევიმუშავეთ გამოკითხვის შედეგების გაფილტვრის რამდენიმე მეთოდი, რაც შედეგებს უფრო რეალისტურს ხდის.
  • რა განსხვავებაა ექსპერტთა გამოკითხვას და სოციოლოგიურ კვლევას (მოსახლეობის გამოკითხვას) შორის? როგორც წესი, სოციოლოგიური კვლევები არის ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტი არჩევნების შედეგებს გამოსაცნობად, თუმცა მას თან ახლავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება.
  • რა არის სოციოლოგიური კვლევების მთავარი ნაკლოვანებები? ბევრი ადამიანი არ არის მზად ისაუბროს საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ. ამასთან სოციოლოგიური კვლევები ცდილობენ მოიცვან მთელი მოსახლეობა, თუმცა როგორც წესი, მოსახლოების დაახლობით 40% არჩევნებზე არ მიდის. შესაბამისად, ძალიან რთულია იმის გამოცნობა, თუ ამომრჩევლის კონკრეტულად რომელი ნაწილი არ წავა არჩევნებზე. ზოგადად, სოციოლოგიური გამოკითხვები უფრო სასარგებლოა მოსახლეობის პრეფერენციების გამოსაკვლევად, თუმცა ისინი ხშირად არ არის საკმარისი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად.
  • როგორ უმკლავდებიან სოციოლოგიური კვლევების აღნიშნულ ნაკლოვანებებს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში? სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციებმა დასავლეთში ათწლეულების განმავლობაში შეიმუშავეს და დახვეწეს სხვადასხვა მეთოდები, რომელიც გულისხმობს კვლევის შედეგების სხვადსხვა კრიტერიუმების მიხედვით გაფილტვრას და აგრეგაციას. სავარაუდოდ, შემდგომი 5-10 წლის განმავლობაში სოციოლოგიური კვლევის ტექნიკები დაიხვეწება საქართველოშიც.
  • არსებობს მსგავსი გამოკითხვის ანალოგი სხვა ქვეყნებში? კვლევა ეყრდნობა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მკვლევარის ნეით სილვერის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც საკუთარ ვებსაიტზე 538 აშშ-ს არჩევნების შედეგებს რეგულარულად აქვეყნებს მაღალი სიზუსტით.
  • ვინ აფინანსებს ექსპერტთა გამოკითხვას? გამოკითხვას ამ ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ს “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” (National Endowment for Democracy, NED)

ექსპერტთა გამოკითხვა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, 30-50 ექსპერტის გამოკითხვას და მიღებული შედეგების, დასავლეთში ფართოდ აპრობირებული მეთოდოლოგიით, გაფილტვრა-აგრეგაციას.

გაიგე მეტი ექსპერტთა გამოკითხვის შესახებ