GEOEUvalues საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია პარიზში

22 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, Polis180-სა და Argo-სთან პარტნიორობით, პროექტის – “ევროპული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქართული, გერმანული და ფრანგული პერსპექტივები” #GEOEUvalues – ფარგლებში, პარიზში საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა.

რას ვგულისხმობთ, როცა ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ? რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ევროპული ღირებულებები საქართველოსა და ევროკავშირში? როგორ შევუწყოთ ხელი ევროპული ღირებულებების უკეთ დანერგვას ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში? სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობს #GEOEUvalues –  ქართულ-გერმანულ-ფრანგული პროექტი.

ვორქშოფისა და კონფერენციის შემდეგ, რომელიც თბილისში სექტემბერში გაიმართა, პარიზში ევროპულ ღირებულებებზე დისკუსია შემდეგი მომხსენებლების ჩართულობით წარიმართა: 

  • კრისტიან ვაგნერი – პოლიტიკური დეპარტამნეტის პირველი მდივანი, გერმანიის ფედერალური რესუბლიკის საელჩო
  • თეონა გიუაშვილი – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს საელჩო საფრანგეთში
  • რენატა სკარჯუტე-კერესელიძე – დირექტორის მოადგილე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.
  • სონია შიფერსი – თანა-ხელმძღვანელი, Polis180

დისკუსიის შემდეგ, #GEOEUvalues-ის ფარგლებში დაწერილი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, Polis180-სა და Argo-ს თანამშრომლობით მომზადდა.

#GEOEUvalues დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამის – “სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში ” –  ფარგლებში. 

Related Posts