GEOPATH-ის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მკლევრებისა და ექსპერტების მონაწილეობით ვორქშოფი და დისკუსია გაიმართა

24-25 იანვარს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ქართველი და უცხოელი მკვლევრებისა და  ექსპერტების მონაწილეობით ვორქშოფსა და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას უმასპინძლა, რომელიც GIP-ისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) ერთობლივი ოთხწლიან პროექტის – GEOPATH-ის ფარგლებში მოეწყო.

GEOPATH კვლევითი პროექტია, რომელიც საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი საკითხის – საქართველოს სამომავლო სტრატეგიული კურსის შესახებ უახლეს, საფუძვლიან კვლევას წარუდგენს. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, პროექტი შეისწავლის, თუ როგორ აღიქვამენ საკუთარ როლს ევროკავშირი, რუსეთი და საქართველო და რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობები საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე, მათ შორის აფხაზეთზე. პროექტში ჩართულია ინტეგრირებული კვლევითი ჯგუფი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევრების მონაწილეობით, უცხოეთში მოღვაწე ორ ქართველ მკვლევართან ერთად.

პროექტი ნორვეგიის კვლევითი საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Related Posts