საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ

პროექტის დონორი: ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტი
პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი – ნოემბერი 2018
პროექტის ბიუჯეტი: 9,995 ევრო

 

პროექტის შესახებ

პროექტის მიზანია, ოთხი სოციალური ვიდეორგოლის მეშვეობით, ხელი შეუწყოს, მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტერგარციის გზაზე მიღწეული წინსვლის შესახებ.  პროექტს ყავს ორი მთავარი სამიზნე ჯგუფი: მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი, და ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა შესაძლოა სკეპტიკურად უყურებდეს ამ პროცესს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) არ ქონის გამო. შესაბამისად, პროექტის მიზანია, აჩვენოს რა მატერიალური და არამატერიალური სარგებელი მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს მიღწეულმა პროგრესმა.

რის გაკეთებას ვგეგმავთ

  • ვიდეომასალების მომზადება ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატოსაქართველოს თანამშრომლობის უმთავრესი ასპექტების შესახებ –  პროექტის გუნდი ჩაატარებს კვლევას, ვიდეოებისთვის თანამშრომლობის ოთხი მთავარი სფეროს შესარჩევად. მკვლევარები ჩაატარებენ სამაგიდო კველავასა და ინტერვიუებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე უსაფრთხოების ექსპერტებთან. მოპოვებული ინფორმაცია შემდეგ გამოყენებული იქნება ვიდეორგოლებში. ვიდეორგოლები გავრცელდება როგორც ტელევიზიით ასევე ონლაინ მედია სააგენტოებისა და სოციალური მედიის მეშვეობით.
  • ნატოსაქართველოს თანამშრომლობის შესახებ ვიდეორგოლების პრეზენტაცია –  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლების წარსადგენად გამართავს ღონისძიებას. ღონისძიება ჩატარდება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში და  თავს მოუყრის ექსპერტთა ჯგუფს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებსა და მედიას. ასევე, მოწვეულნი იქნებიან საქართველოში მოღვაწე დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

პროექტის სპონსორია

 

Related Posts