GIP-იმ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩაატარა
7 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული, ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა.
ახალგაზრდა ჟურნალისტებმა მოისმინეს ლექციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ნატოსა და ევროკავშირის არსი; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში – გამოწვევები და შესაძლებლობები;
სემინარი GIP-ის პროექტის – “რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევროატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში” – ნაწილია.პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
ფოტოები