GIP-იმ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ საჯარო დისკუსიაში – “აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ?”

26 სექტემბერს, კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია -„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ?“ – გერმანიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

დისკუსიაში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით უძღვებოდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, კორნელი კაკაჩია, მონაწილეობდნენ – საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტში ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის სპიკერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში – მატერნ ფონ მარშალი, კიორბერის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ხელმძღვანელი ლიანა ფიქსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბენედიქტ ცანკერი. გამომსვლელებმა მიმოიხილეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვლილი 10 წელი და ისაუბრეს სამომავლო კონცეფციებზე და იდეებზე.

საჯარო დისკუსიების სერია საქართველო ფოკუსში“, მიზნად ისახავს, საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გერმანულენოვან სივრცეში აქტიურად გაჟღერებას.

Related Posts