GIP-იმ რეგიონული ჟურნალისტებისთვის მედიავორქშოფი გამართა

16 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა მედიავორქშოფს ამბის თხრობასა და ანალიზზე. ამ ერთდღიან მედიავორქშოფზე, რომელიც სპეციალურად რეგიონული ჟურნალისტებისთვის რაიჰან დემიტრიმ (BBC News-ის კორესპონდენტი) და რობინ ფორესტიერ-უოკერმა (ჟურნალისტი და რეჟისორი, მუშაობს სამაუწყებლო კომპანია ალ ჯაზირასთვის) გამართეს, ყურადღება გამახვილდა პიჩინგის (იდეის პრეზენტაციის), ამბის თხრობისა და ანალიტიკური მასალის სტრუქტურირების ხერხებზე, რაც დაეხმარებათ მონაწილეებს, საკუთარი მედიაპროდუქტის შექმნაში, საქართველოს ევროინტეგრაციის თემატიკაზე.

მონაწილე ჟურნალისტებს აქვთ 1 თვე, რათა მედიავორქშოფიდან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით,  თანაგუნდელებთან, ტრენერებთან და მენტორებთან ერთად, იმუშაონ მედიაპროდუქტის შექმნაზე და მის განვითარებაზე. თითოეული მათგანს აქვთ შესაძლებლობა კონსულტაციები გაიარონ მენტორებთან ვიშეგრადის ქვეყნებიდან: სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან.

მედიავორქშოფისთვი მონაწილეები მათი მოტივაციისა და წარმოდგენილი იდეების (პიჩების) საფუძველზე შეირჩნენ, GIP-ის მედიატრენინგების მონაწილე ჟურნალისტებიდან. მედიავორქშოფი და მედიატრენინგები პროექტის – “ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ – ფარგლებში ჩატარდა, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, GLOBSEC-თან (სლოვაკეთი), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ფონდთან (ISP, პოლონეთი) და მასარიკის უნივერსიტეტთან (ჩეხეთის რესპუბლიკა) თანამშრომლობით.


ფოტოები ღონისძიებიდან:

Related Posts