GIP-იმ შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტს უმასპინძლა

19-25 ივლისს შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის – „შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკა“ – ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ერთი კვირის მანძილზე მაღალი დონის სასწავლო კურსს სთავაზობდა პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი მოიცავდა ლექციებს, დისკუსიებს, საგანმანათლებლო ვიზიტს საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და კულტურულ პროგრამას.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრთან (Centre international de formation européenne (CIFE)) თანამშრომლობით, შავი ზღვის საზაფხულო სკოლას 2015 წლიდან მასპინძლობს. პროგრამის ფარგლებში, ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს უკითხავენ ექსპერტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. საზაფხულო უნივერსიტეტის წლევანდელი პროგრამა ძირითადად რეგიონში მოქმედ აქტორებსა და მათ ინტერესებზე ფოკუსირდებოდა, როგორებიცაა მაგ. თურქეთი და რუსეთი და ამასთან, ჩინეთი, მზარდი გავლენით.  პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა – აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროინტეგრაციის გამოწვევები,  ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობა, კონფლიქტების დინამიკა და უსაფრთხოების საკითხები.

პროგრამა ორგანიზებულია ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (Centre international de formation européenne (CIFE)) მიერ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან (GIP) თანამშრომლობით, საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) თანადაფინანსებით.

განრიგი

 


ფოტოები

 

 

Related Posts