GIP-იმ შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტს უმასპინძლა

2019 წლის 8-13 ივლისს შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სტუდენტები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. “საქართველო შავი ზღვის გაფართოებულ რეგიონში” – ასეთი იყო აკადემიური პროგრამის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, მაგალითად: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, შავი ზღვის რეგიონის გაყინული კონფლიქტები, ევროკავშირის შავის ზღვის პოლიტიკა, ეთნო-, გეო- და ბიოპოლიტიკური ასპექტები სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაში და სხვ.

Black Sea Summer University 2019
Photo © Georgian Institute of Politi
cs

მეხუთე ყოველწლიური შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ორგანიზატორებმა – კორნელი კაკაჩიამ (დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი GIP) და მარი-ფრანს პერდიოგენემ (დირექტორი, საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა, ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი CIFE) გახსნეს. მათ პროგრამის შესახებ ისაუბრეს და საზაფხულო უნივერსიტეტის პარტნიორები წარადგინეს. სესიას თან ახლდა დისკუსია საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, რომლის ირგვლივაც ქართული და ფრანგული ხედვები წარმოადგინეს საპატიო სტუმრებმა – საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ერთი კვირის მანძილზე მაღალი დონის სასწავლო კურსს სთავაზობდა პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი მოიცავდა ლექციებს, დისკუსიებსა და კულტურულ პროგრამას.

Black Sea Summer University 2019
Photo © Georgian Institute of Politi
cs

პროგრამის ფარგლებში, ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს უკითხავენ ექსპერტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კურსი მოიცავდა ლექციებს და ინტერაქციულ სემინარებს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივასა და იმაზე თუ როგორ არის ეს პერსპექტივა დანახული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრთან (Centre international de formation européenne (CIFE)) თანამშრომლობით, შავი ზღვის საზაფხულო სკოლას 2015 წლიდან მასპინძლობს. 2019 წლის შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის ბროშურა


ფოტოები:

Related Posts