GIP-ის დირექტორი ნატოლინის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე

18 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ, როგორც მოწვეული სპიკერმა, მონაწილეობა მიიღო ნატოლინის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამართულ რიგით მესამე ღონისძიებაში – “პოსტ-კოლონიალურობა ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში: რაღაც ძველი, რაღაც ახალი.” ღონისძიება გაიმართა ნატოლინში, ევროპის კოლეჯის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის კათედრის ორგანიზებით.

პანელური დისკუსია სახელწოდებით: “მზერა/მოძრაობა პოსტ-საბჭოთა მიღმა: აღმოსავლეთ სამეზობლო და მათი ოცდაათწლიანი დეკოლონიალური მოძრაობა?” იყენებს პოსტ-კოლონიალურ თეორიას, რათა გაანალიზოს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ძირითადი მოვლენები. მათ შორის, საბჭოთა კავშირის დაშლა, ევროპული ინტეგრაციის ტენდენციები, შიდა პოლიტიკური ტრანსფორმაცია და პრობლემური დემოკრატიზაცია. თეორია, ასევე ხსნის პოსტ-კოლონიალურ პერსპექტივას პოსტ-საბჭოთა კონფლიქტებზე – განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომსა და მიმდინარე დაპირისპირებაზე რუსეთსა და უკრაინას შორის/ დასავლურ ჰიბრიდულ კონფლიქტებზე. თეორია ასევე ცდილობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებული  “ოცდაათწლიანი კრიზისი” დაინახოს არა როგორც უფრო ფართო ბრძოლის გამოვლინებად რუსეთსა და დასავლეთის ალიანსს შორის, არამედ, როგორც ევროკავშირსა და რუსეთს შორის “გაჭედილ” სახელმწიფოთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, დეკოლონიზაციისათვის, ახლად აღმოჩენილი როლისთვის რეგიონალურ და ფართო საერთაშორისო პოლიტიკაში.

პანელურ დისკუსიაში მომხსენებლები იყვნენ:

  • დოქტორი ანდრას რიჩი, DGAP-ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პროგრამის უფროსი თანამშრომელი;
  • დოქტორი კორნელი კაკაჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი;
  • დოქტორი მიხაილო მინაკოვი, კენანის უნივერსიტეტის უფროსი მრჩეველი უკრაინაში;
  • დოქტორი ალიქსეი კაჟარსკი, მკვლევარი, ევროპული კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტი.

Related Posts