GIP-ის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო სემინარში – „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 10 წელი საქართველოში“

30 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლოს მისიის მიერ ორგანიზებულ სემინარში – „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 10 წელი საქართველოში“. სემინარში მონაწილეოდნენ, როგორც რეგიონული ექსპერტები, ასევე ანალიტიკოსები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის სადამკვირვებლოს მისიის ოფიციალური პირები.

პრეზენტაციისას პროფ. კაკაჩიამ რეგიონული გეოპოლიტიკური ტენდენციები შეაფასა,  მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი და მასთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები. მან ასევე აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ხაზი გაუსვა მის როლს საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: ერიკ ჰოგი(ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი), ლინკოლნ მიჩელი(დამოუკიდებელი ანალიტიკოსი) და ოლეისია ვარტანიანი (რეგიონალური ანალიტიკოსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი); მოდერატორი რაიან დემიტრიე ( BBC-ს ჟურნალისტი სამხრეთ სავკასიის რეგიონში).

 

Related Posts