GIP-ის ყოველწლიური კონფერენციის GEODEM2021 მე-2 პანელი 2 ივნისს ჩატარდება

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-6 გამოშვება, თბილისში, წელსაც ონლაინ ფორმატში ტარდება და სამ სხვადასხვა თემატურ პანელს მოიცავს. კონფერენციის მეორე პანელი თემაზე – “საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში: როგორ უზრუნველვყოთ ნდობა?” 2 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება ZOOM-ში.

მე-2 პანელზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ >>

საზოგადოებრივი გამოკითხვები გადამწყვეტ როლს თამაშობს დემოკრატიულ სისტემაში. იგი წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ხდება გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათ მიერ პოლიტიკის განსაზღვრა. გარდა ამისა, ასეთი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მედიას, რომ თვალყური ადევნოს საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი ტენდენციების დინამიკას. გასული წლის განმავლობაში, ქართული საზოგადოებისთვის არაერთი ასეთი გამოკითხვისა თუ წინასაარჩევნო ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი, რომლებმაც დაბნეულობა გამოიწვია, რადგან არა მხოლოდ ერთმანეთს არ ემთხვეოდა სხვადასხვა გამოკითხვების შედეგები პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებით, არამედ არსებითი აცდენები დაფიქსირდა წინასაარჩევნო ეგზიტპოლებისა და უშუალოდ არჩევენების შედეგებს შორისაც. როგორც ჩანს, ეს, იდეალურ შემთხვევაში, ობიექტური სოციოლოგიური ინსტრუმენტი, შესაძლოა, პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, ხშირად მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები იმ კვლევების დისკრედიტაციას უწყობენ ხელს, რომელთაც მათთვის პოლიტიკური სარგებელი ვერ მოაქვს. გამოკითხვების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალი დონისა და ელექტორატის მზარდად ნიჰილისტური განწყობების გათვალისწინებით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო დიდ უფრსკლულს ქმნის საზოგადოებასა და იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებიც დემოკრატიის ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენენ.

მეორე პანელზე დასმული იქნება შემდეგი კითხვები:
  • რატომ არის საზოგადოებრივი კვლევა მნიშვნელოვანი? ვის ემსახურება ის?
  • რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეგზიტპოლების მიმართ ნდობა არ დაიკარგოს?
  • იმის გათვალისწინებით, რომ ხდება საზოგადოებრივი აზრისა და ეგზიტპოლების პოლიტიზება, როგორ უნდა გაერკვეს ქართველი ამომრჩეველი იმ სურათში, რომელიც მათ წინაშეა წარმოდგენილი?
  • შესაძლებელია თუ არა, რომ პოლიტიკოსების მიერ კვლევების დისკრედიტაციის მცდელობამ ძირი გამოუთხაროს არაპარტიული კვლევების როლს ქართული დემოკრატიის განვითარებაში?
  • როგორ შეიძლება საზოგადოებრივი კვლევების პოლიტიზირების თავიდან აცილება?

 

მოდერატორი: ადამ შმიდტი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი.
მისალმება:
  • 17:00 პროფ. კორნელი კაკაჩია, დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

 

მომხსენებლები:

  • 17:05 – ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)
  • 17:15 – ალან გილამი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
  • 17: 25 – ნინო ჯაფარიძე, Edison Research
  • 17:35 – ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • 17:45 – კითხვა-პასუხი



ბოლო, მესამე პანელი 16 ივნისს დაასრულებს ონლაინ კონფერენციას თემით – პოპულისტური ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი: წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხე ასოცირებული ქვეყნებისათვის? მესამე პანელის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ!
GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ორგანიზებულია NED – დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ფინანსური დახმარებით.

Related Posts