GIP კომენტარი: ვენეციის კომისიის მოსაზრება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით

ჯოზეფ ლარსენი*

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი უმრავლესობით გამარჯვების შემდგომ, ქართულმა ოცნებამ, ახალი კონსტიტუციის მომზადების მიზნით შექმნა კომისია, რომელიც 73 წევრისგან შედგება  — კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას ახლანდელი ნახევრად საპრეზიდენტო სისტემიდან გადაიყვანს სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკის რელსებზე. ოთხთვიანი განხილვის შემდეგ, კომისიამ 22 აპრილს კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა. მაგრამ მანამდე, სანამ ახალი კონსტიტუცია კენჭისყრაზე დადგება, საკონსტიტუციო რეფორმის კომისიამ დადასტურება უნდა მიიღოს ევროპელი პარტნიორებისგან.

ზემოთხსენებული დამტკიცება შედგა 16 ივნისს. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტი. მათ დასკვნაში ნათქვამია, რომ რეფორმებმა ქვეყანა დააყენა საპარლამენტო სისტემის გზაზე და იგი უფრო მეტად უნდა წარმოადგენდეს პროპორციულ სისტემას.

ისინი აღნიშნავენ პრობლემებსაც: პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა; გამარჯვებული პარტიისთვის გაუთვალისწინებელი ადგილების გადანაწილების წესი; საარჩევნო ბლოკების გაუქმება. ვენეციის კომისიამ დაითანხმა ქართული ოცნება, რომ იგი მიიღებს და გაითვალისწინებს მის რეკომენდაციებს. კომისიას ასევე შეცდომად არ მიაჩნია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის სისტემა და როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ეს შეესაბამება ევროპული პარლამენტის სტანდარტებს.

ვენეციის კომისიის გადაწყვეტილების მთავარი პუნქტები  

  • ვენეციის კომისიისაგნ მეტნაკლებად დადებითი შეფასების მიღება ქართული ოცნებისთვის დიდი გამარჯვებაა. პარტიამ მიიღო საკმაოდ ბევრი კრიტიკა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების შესახებ. დადებითი მოსაზრებები იმის დამადასტურებელია, რომ ქართული ოცნება დამტკიცებამდე კიდევ უფრო გააუმჯობესებს პროექტს, რაც მათი პარტიის გამარჯვებაზე მეტყველებს. ახლა მას უკვე შეუძლია საზოგადოებას და პოლიტიკურ ოპოზიციას შეახსენოს, რომ მათ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა აქვთ.
  • ვენეციის კომისიას აქვს კიდევ რამდენიმე დამატებითი შენიშვნა. პრეს რელიზის სათაურში ყველაფერი ნათქვამია: “საქართველო: კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ქვეყანა სწორ გზას ადგას, მაგრამ პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებები.” ვენეციის კომისიას კვლავ სურს ცვლილებები შეიტანოს საპარლამენტო არჩევნების პროცედურებში, მათ შორის საარჩევნო ბლოკების გაუქმებაში, პარტიაში გაუნაწილებელი მანდატების განკარგვაში, რომლებიც ყველაზე მეტ ხმებს აგროვებენ.ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად: “რეკომენდირებულია მხედველობაში იქნას მიღებული გაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვა ვარიანტებიც, იმათ გარდა, რომლებიც წარმოდგენილია პროექტში, მაგალითად, პროპორციული განაწილება ან ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც გადალახა 5 პროცენტიანი ბარიერი, ან ზედა ზღვარის დაწესება იმ ხმებზე, რომლებიც დაიკარგა, და რომლებსაც უნდა გამოევლინათ გამარჯვებული.” 
  • არ იქნება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები? არ არის პრობლემა. ვენეციის კომისიას არ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. მათ აღნიშნეს, რომ თითოეულ ევროპულ ქვეყანას აქვს თავისი განსხვავებული სისტემა: “საპრეზიდენტო არჩევნების შესაბამისი მოდელი განისაზღვრება კონკრეტული კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში.” მოსაზრება ასკვნის, რომ თუ საპარლამენტო არჩევნების სწორი პროცედურები არსებობს, პრეზიდენტის არჩევის პროცედურები არ იქნება პრობლემა.
  • ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაა კარგი, თუმცა ეს არ არღვევს შეთანხმებას. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარე კონსტიტუცია საშუალებას აძლევს კანონმდებლებს დააკანონონ ერთსქესიანი ქორწინება მომავალში. თუმცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ქვეყნის შიგნით—ევროპის ძალიან ცოტა ქვეყანაშია კანონით ნებადართული ერთსქესიანთა ქორწინება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ გახლავთ მთავარი და გადამწყვეტი საკითხი ვენეციის კომისიისთვის.  თუმცა „სამოქალაქო ან რეგისტრირებული პარტნიორობის აღიარება ერთსქესიანი წყვილებისთვის”  ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის საბჭოს მოთხოვნებში შედის.
  • ფორმულირება უცხოელებზე სასოფლოსამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით შეიცვალა. 8 ივნისს, პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმების კომისიამ დაამატა ახალი დადგენილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვის შესახებ. ეს განაცხადი ერთდროულად პოპულარულიც გახდა და სადაოც: მომხრეებმა განაცხადეს, რომ დაიცავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სასიცოცხლო რესურსებს,  მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ეს დისკრიმინაციაა და რომ ეს აკრძალვა შეაფერხებს განვითარებას სასოფლო სამეურნეო კუთხით.თავდაპირველი მოსაზრება, რომ “მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა”, ამოღებულ იქნა. მისი ადგილი დაიკავა ბუნდოვანმა ფორმულირებამ, რომ მიწის საკუთრების უფლება რეგულირდება ორგანული (ძირითადი, საკონსტიტუციო)კანონით. ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ცვლილება წარმოადგენს „საყოველთაოდ აღიარებულ მესამე გზას“, წინა სისტემას, რომელსაც არ ქონდა შეზღუდვები და პირველად წარმოდგენილ პროექტს შორის, რომელშიც მკაცრად იყო განსაზღვრული შეზღუდვები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული ოცნება საკითხს ღიად ტოვებს, რათა მომავალში მოხდეს მისი განხილვა.

*ჯოზეფ ლარსენი  – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

**პუბლიკაცია მომზადდა „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” (GIP) და „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) შეხედულებებს.

Related Posts