GIP საქართველოს რეგიონებში გამოკითხვას ატარებს || პროექტი – “საქართველო ევროპულ გზაზე”

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი პროექტის – “საქართველო ევროპულ გზაზე” – ფარგლებში ატარებს გამოკითხვას შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (ამბროლაური, ლენტეხი) რეგიონებში. გამოკითხვა მიზნად ისახავს, საქართველოს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეების მდგომარეობის შესწავლას და საექსპორტო პოტენციალის შეფასებას. 

პროექტის მიზანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) სტრატეგიის შემუშავების პროცესში, CSO-ებისა და BSO-ების შესაძლებლობების ზრდა.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ: აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ასოციაციის (ABCO Georgia), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო), GLOBSEC-ის (სლოვაკეთი), ასოციაცია კავკასიის გენეტიკის (საქართველო), ATTINATI-ის (საქართველო) და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტის” (საქართველო) მიერ.

პროექტი ხორციელდება 2017 წლის 12 აპრილიდან 2019 წლის 11 მაისამდე საქართველოში და დაფინანსებულია EuropeAid -ის მიერ.

Related Posts