GIP-სა და თსუ-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

5 დეკემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტსა (GIP) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (TSU) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მემორანდუმს ხელი მოაწერა – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.  მემორანდუმი მოიცავს ორმხრივ თანამშრომლობასა და სტუდენტების ჩართულობას სხვადასხვა ღონისძიებაში.მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში. მნიშვნელოვანია, რომ  GIP-ისა და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალებით,  ხელი შეეწყობა სტუდენტების სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას.

მხარეთა შორის ურთიერთთანაშრომლობა მოიცავს:

  • საჯარო ლექციების მეშვეობით სამეცნიერო-კვლევითი ხარისხის გაუმჯობესებას;
  • სტუდენტთათვის საჯარო დისკუსიებში ჩართულობის ხელშეწყობის უზრუნველყოფას, სტაჟირებას;
  • მემორანდუმის მხარეების ცნობადობის გაზრდა.

 

მემორანდუმის გაფორმება ერთნაირად მნიშვნელოვანი მოვლენაა ორივე მხარისთვის. დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების შესრულება ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.

 

 

Related Posts