On Think Tanks-ის კონფერენცია 2018: მდგრადობა, გავლენა და დამწყები ლიდერობა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერმა, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო On Think Tank-ის კონფერენციაში, რომელიც 2018 წლის 14-15 თებერვალს ლონდონში გაიმართა.

On Think Tank-ის კონფერენცია აერთიანებს ანალიტიკოსებს, კვლევითი ორგანიზაციიების წევრებს, დამფუძნებლებსა და პოლიტიკის მეწარმეებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, გამოცდილების გაზიარების, კვლევების წარმოდგენის, საერთო გამოწვევებზე გადაჭრის გზების განვითარებისა და ახლის ჩამოყალიბების ან ძველი პარტნიორობის გაძლიერების მიზნით.

კონფერენციის პროგრამა, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხო მორალური საფუძვლების თემებს კვლევითი ორგანიზაციების მუშაობის, მდგრადობის მშენებლობის, გავლენის შეფასებისა და ეფექტური კომუნიკაციის შესახებ.

რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, On Think Tank-ის სხვა სტიპენდიანტებთან ერთად, ლიდერობის პოზიციაზე გადამსვლელი ახალგაზრდა პროფესიონალთათვის სახელმძღვანელო წარადგინა. სახელმძღვანელო მომზადდა On Think Tank-ის პროგრამის „გაერთიანებული ლიდერები გლობალური გამოწვევებისთვის“ ფარგლებში, რომელშიც რენატა 2017 წელს ჩაერთო.

Related Posts