ვის აძლევს საზოგადოება ხმას? პოლიტიკოსების საარჩევნო შედეგები მათი რეიტინგის პირისპირ

სალომე კანდელაკი[1] შოთა კაკაბაძე [2]

საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური აქტორების მაღალი მოწონების მაჩვენებელი, ხშირად, პოლიტიკოსებს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პლათფორმიდან მონაწილეობისთვის თავდაჯერებულობას ჰმატებს, რაზეც 2021 წლის 2 ოქტომბრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინასაარჩევნო მოლოდინებიც მოწმობს.  თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი გახარიას მხრიდან მერობისთვის ბრძოლამ და მისი ახლადშექმნილი პარტიის “საქართველოსთვის” საარჩევნო მარათონში ჩართვამ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. (more…)

...

3+3 დილემა საქართველოსთვის: რეგიონულ ლიდერობაზე ფიქრი თუ აგრესორი მეზობლის ხაფანგი?

ნინო სამხარაძე[1]

2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ თურქეთის მიერ გაჟღერებული ინიციატივა 3+3 რეგიონული თანამშრომლობის შესახებ საქართველოში არასასურველ პროექტად იქნა მიჩნეული, რადგან ეს ფორმატი აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ირანთან ერთად რუსეთსაც აერთიანებს. თუმცა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელევიზიო ინტერვიუში მსგავს ინიციატივებში მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხი წამოჭრა, რამაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თეორიულად, დიდი და პატარა სახელმწიფოების რეგიონული თანამშრომლობის იდეა, შესაძლოა, მიმზიდველად ჟღერდეს. (more…)

...

საქართველო დემოკრატიზაციის ჰორიზონტზე: რატომ არის 2021 წლის არჩევნები მეტი, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები?

ნინო სამხარაძე[1]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ტარდება საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის უკიდურესად მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ორმაგი კრიზისით ხასიათდება: ერთი მხრივ, ქვეყანა შიდადემოკრატიული განვითარების დაღმავალ ტენდენციას აფიქსირებს, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას არც თუ ისე სახარბიელო შედეგები აქვს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერთობების დინამიკაში. ამ ფონზე, მოახლოებული არჩევნები, უფრო ფართო კონტექსტში, არის ერთგვარი ტესტი (more…)

...

მერკელის შემდგომი გერმანია და აღმოსავლეთ პარტნიორობა: 5 გზავნილი გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან

ბიძინა ლებანიძე[1]

2021 წლის 26 სექტემბერს გერმანიაში ეროვნული არჩევნების შედეგები მჭიდრო იყო. გერმანელი სოციალ-დემოკრატებმა (SPD) მცირედით გაუსწრეს (25.7%) ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU) (24.1%). მესამე ადგილზე გავიდნენ მწვანეები (14.8%), რომლებსაც მოჰყვნენ ლიბერალური თავისუფალ-დემოკრატიული პარტია (FDP) (11.5%) და ულტრამემარჯვენე AFD (10.3%).

არჩევნებთან ერთად ანგელა მერკელის 16 წლიანი ეპოქა მალე დასრულდება და ახალი მთავრობა, ახალი კანცლერით მალე გაუძღვება გერმანიასა და ევროკავშირს ტურბულენტურ დროში. (more…)

...

რა საფრთხეებს შეიცავს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა საქართველოსთვის?

Photo: European Union

ნინო სამხარაძე[1]

[პუბლიკაცია გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე]. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ ტვიტერზე მმართველ პარტიას ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის პირობითობის შესახებ შეახსენა. (more…)

...

რა მოჩანს წითელ ხაზებს მიღმა ქართულ პოლიტიკაში: 5 მთავარი რისკი შეთანხმების ანულირების შემდეგ

ნინო სამხარაძე[1]

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხანგრძლივი მედიატორობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება 28 ივლისს გაუქმებულად გამოაცხადა და ამით ისედაც ტურბულენტურ და ღრმად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობა შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შუამავლობა საქართველოსთვის ერთგვარი პრივილეგია უნდა ყოფილიყო როგორც შიდაპოლიტიკური განვითარებისთვის, ისე საგარეო ურთიერთობების გამტკიცებისთვის, ქართული პოლიტიკური ელიტისთვის დოკუმენტის პირობების კეთილსინდისიერი შესრულება ადვილი არ აღმოჩნდა. (more…)

...

მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალიზაცია და საქართველოს ევროპული მომავალი

ბიძინა ლებანიძე[1] შოთა კაკაბაძე[2]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში ყოველთვის წარმოადგენდა სოციალური შემაკავშირებლისა და თანამედროვე ქართული იდენტობის მნიშვნელოვან მარკერს. თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიამ ზნეობრივი უპირატესობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ისტორიული მდგომარეობიდან უფრო მეტად რადიკალური პოზიციისაკენ გადაინაცვლა.

(more…)

...

ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციაში და მისი შესაძლო გავლენა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე

თეონა ზურაბაშვილი[1]

[This publication was produced with the support of the Netherlands Fund for Regional Partnerships MATRA for regional cooperation in the Eastern Partnership (EaP)].

მიმდინარე წლის 28 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ახალი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო) (more…)

...

ძალადობა ტრადიციებისა და რელიგიის სახელით: რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას?

ერეკლე გოზალიშვილი[1]

2021 წლის ივლისის მოვლენებმა ცხადყო, რომ  საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა სერიოზულ გამოწვევად რჩება. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თბილისის ქუჩებში გამოჩდნენ ძირითადად ულტრანაციონალისტები არიან და ეროვნული ტრადიციებისა და რელიგიის დაცვის სახელით მოქმედებენ. (more…)

...

საარჩევნო ცვლილებები – გამოწვევა თუ შესაძლებლობა?

ერეკლე გოზალიშვილი[1]

საქართველო უკვე დიდი ხანია, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისათვის ისწრაფვის. სამწუხაროდ, ქვეყანა, ჯერჯერობით, კვლავ ვერ ახერხებს იმ ძირითადი ღირებულებების რეალიზებას, რომლებიც ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობებია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აწყდება, გაუმართავი საარჩევნო სისტემაა. (more…)

...