განცხადება

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ეხმიანება კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 22 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონებად გამოცხადებას და მოსახლეობას მოუწოდებს სოციალური დისტანციისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული მითითებების დაცვისკენ, რათა ხელი შევუშალოთ Covid-19-ის გავრცელებას.

ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ადგილობრივი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას. განურჩევლად ეთნიკური მიკუთვნებულობისა, მრწამსისა და სქესისა საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა გამოხატოს საფრთხეში მყოფი თანამოქლაქეების მიმართ.

გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობლივი მოსახლეობის უმეტესობა არ ფლობს ქართულ ენას და ასევე აწყდება ინფორმირებულობის პრობლემას, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებას სწორად და ეფექტურად მიეწოდოს ინფორმაცია ხელმისაწვდომ ენაზე ვირუსის საფრთხის, სიმპტომებისა და მისგან თავდაცვის წესების შესახებ.

კორონავირუსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქართულ ენაზე – https://bit.ly/3doNAN2

განცხადება ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.

Related Posts