ვებინარი: ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება კორონავირუსის კრიზისის დროს ევროკავშირის დაფინანსების შესახებ

*ტექსტი ხელმისაწვდომია სომხურ ენაზეც – გთხოვთ იხილოთ ქვემოთ*

8 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გამართა ვებინარ-დისკუსია ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას  COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის დასაძლევად.

ვებინარი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული Erasmus + ჟან მონეს პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირის საკითხებზე დისკუსიის  წახალისებას. პროექტი ითავლისწინებს სამიზნე ჯგუფების ცნობიერების გაზრდას საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივისა და ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ამასთან, სავაჭრო შეთანხმებით მიღწეული სიკეთეებით თანაბრად სარგებლობის შესახებ.

დისკუსიის პირველმა  მომხსენებელმა – კატალინ გერმანმა, (საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) ყურადღება ევროკავშირის სწრაფი დახმარების მექანიზმზე გაამახვილა და ისაუბრა კონკრეტულ პროგრამებსა და ევროკავშირის დახმარების პაკეტებზე. როგორც კატალინ გერმანმა აღნიშნა, ევროკავშირისგან პირველი დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სექტორმა  მარტის დასაწყისში მიიღო, ხოლო სოციალურ და ეკონომიკურ პაკეტებს ქვეყანა პოსტ კრიზისის  პერიოდში მიიღებს. არსებობს მესამე პაკეტიც – მაკროეკონომიკური სტაბილულობის შესანარჩუნებლად.  

კატალინ გერმანმა, ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ იმ დახარებაზე, რომელიც ადგილობრივი ჯგუფების მიერ „ემპარდის“ პროგრამის ფარლებში გაიცემა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, როგორც სერვისის მიმწოდებლების მხარდაჭერა და სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის დახმარების საკითხიც. მონაწილეებს კატალინ გერმანმა გაუზიარა ონლაინ რესურსები, რითაც ისინი მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებასა და მოძიებას შეძლებენ.

ვებინარის მეორე მომხსენებელი გახლდათ დავით ბუჯიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. როგორც დავით ბუჯიაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი დონორი ორგანიზაციაა და კრიზისულ სიტუაციებში ის სწრაფად რეაგირებს. 2008 წლის შემდეგ, საქართველომ 500 000 მილიონი ევრო მიიღო ევროკავშირისგან. ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს კი  – დაახლოებით 427-მდე მილიონი ევრო. იმ პირობებში, როდესაც ყველა ქვეყანას კრიზისი თანაბრად შეეხო, ეს დახმარება უპრეცედენტოა. 183 მილიონი ევრო, რომელიც გრანტის სახით გამოიყო, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. აქედან, 100 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება, დანარჩენი 83 მილიონი ევრო კი გაიცემა მცირე გრანტების სახით, მცირე მეწარმეებისა და კოოპერაციებისთვის.

ის დახმარება, რომელიც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მიიღო (70 მილიონი), საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას, არასამთავრობო სექტორს, სოციალურ მეწარმეობას და სხვ.  მოხმარდება.

დისკუსიის ბოლო მომხსენებელმა  თინათინ ახვლედიანმა  (ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მკვლევარი) თქვა, რომ ამ პერიოდში საქართველომ, სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მეტი ფულადი რესურსი მიიღო და რომ ეს გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და გამოყოფილი გრანტების ეფექტური ათვისებიდან გამომდინარე მიიღეს. როგორც თინათინმა აღნიშნა,  გამოყოფილი 150 მილიონი ევრო მაკროფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ეს თავის მხრივ მოითხოვს მემორანდუმის გაფორმებასა და გარკვეული ვალდებულებების განსაზღვრას, ისეთების, როგორებიცაა  კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების  დაცვა, მრავალპარტიული პარლამენტის იდეის მხარდაჭერა და სხვა.  როგორც თინათინმა აღნიშნა, მემორანდუმი იქნება ერთგვარი გარანტი იმისა, რომ კრიზისის ფონზე, ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

მოხსენებების შემდეგ, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრეების ძირითადი ინტერესი ძირითადად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო განცხადებებს შეეხებოდა. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები ასევე დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსების თაობაზე, მეწარმეობის განვითარებისთვის გაცემული კრედიტების შესახებ, ინფორმაციის გავრცელების ახალ შესაძლო ინსტრუმენტებზე და სხვა. ეთნიკური უმცირესობის თემმა ასევე ისაუბრა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციით გამოწვეულ იმ შეზღუდვებზე, რომლებიც მათ პრობლემებს უქმნის პროდუქტების რეალიზაციაში.

ვებინარი სინქრონული თარგმნის რეჟიმში, 4 ენაზე – ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მიმდინარეობდა და მას მოდერაციას უწევდა ერასმუს + ჟან მონეს პროექტის „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ მენეჯერი სალომე კანდელაკი. ონლაინ დისკუსიას, რეგისტრირებული 75 დაინტერესებულიდან, ჯამში 40-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ნახეთ ვებინარის ჩანაწერი აქ >>

 

 


2020 թվականի մայիսի 8-ին Վրաստանի քաղաքականության ինստիտուտն օնլայն քննարկում է կազմակերպել՝ ազգային փոքրամասնությունների համար, որը վերաբերում էր Եվրամիության կողմից կորոնավիրուսի ճգնաժամի պայմաններում՝ Վրաստանին հատկացված ֆինանսավորմանը: Հանդիպման նպատակը հայ և ադրբեջանցի բնակչության տեղեկացվածությունն էր` Վրաստանին տրված օգնության և այն մասին, թե ինչպես կարող են վերջիններս հավասարապես օգտվել Եվրամիության կողմից տրամադրված ֆինանսական աջակցությունից: Միջոցառումը 4 լեզվով է ընթացել` վրացերեն, անգլերեն, հայերեն և ադրբեջաներեն, ինչը ապահովված էր համապատասխան թարգմանիչների և GIP-ի կոմունիկացիայի թիմի կողմից: Օնլայն քննարկումը վարել է Էրասմուս + Ժան Մոնեի ծրագրի «Խրախուսիր և գործիր հանուն Եվրոպայի» ծրագրի ղեկավար Սալոմե Կանդելակին: Միջոցառմանը պաշտոնապես գրանցվել էր 75 մարդ, որոնցից  պանելիստներից բացի մասնակցել է  40 մարդ, և ընդհանուր առմամբ վեբինարին միացել է 49 մարդ: Հանդիպումը տեսաձայնագրվել է, որի տևողությունը 129 րոպե է:

Քննարկման առաջին զեկուցողը Կատալին Գերմանն էր` Վրաստանում Եվրամիության պատվիրակության Համագործակցության դեպարտամենտի ղեկավարի տեղակալը: Նա իր զեկույցում ուշադրություն դարձրեց Եվրամիության արագ օգնության մեխանիզմներին և խոսեց կոնկրետ ծրագրերի վերաբերյալ: Նրա խոսքով՝ էպիկենտրոնն այս պահին Եվրոպայում է, և Եվրամիությունը հավատարմորեն ծառայում է համերաշխության սկզբունքին: Եվրամիության օգնության փաթեթը 15-20 միլիոն է կազմում: Առաջին արձագանքը եղել է առողջապահական տեսանկյունից` մարտի սկզբին: Հետո, անդամ երկրների օգնությամբ ուշադրություն է դարձվել հետճգնաժամային ժամանակաշրջանին, և արդեն գործում են սոցիալական և տնտեսական փաթեթներ: Վերջին շրջանում հայտարարվել է օգնության երրորդ փաթեթը` մակրոտնտեսական կայունության համար` հանուն պետության: Նա նաև ուշադրություն դարձրեց էթնիկ փոքրամասնություններին  հետաքրքրող տեղական գործող խմբերի կողմից և Էմպարդի ծրագրի շրջանակներում տրվող օգնությանը, խոսվեց տեղական քաղաքացիական հասարակության կազմակերպությունների, նաև խոցելի խմբերի համար ուղղակի և անուղղակի օգնության (հաշմանդամություն ունեցող անձինք, սոցիալապես անապահովներ և այլն) մասին:  Գերմանը մասնակիցների հետ կիսվեց Եվրամիության պատվիրակության օնլայն հասցով, որտեղ վերջիններս տարբեր լեզուներով կարող են ծանոթանալ գրանտային ծրագրերին և այլ նորություններին:

Օնլայն միջոցառման երկրորդ բանախոսը Դավիթ Բուջիաշվիլին էր` արտաքին գործերի նախարարության` Եվրամիության աջակցության կոորդինացման և ոլորտային ինտեգրման դեպարտամենտի տնօրենը: Նա ընդգծեց, որ Եվրամիությունը Վրաստանում հիմնական դոնորներից մեկն է: Ճգնաժամային իրավիճակում Եվրամիությունն արագ է արձագանքում: 2008 թվականից հետո Վրաստանին է փոխանցվել 500 000 միլիոն եվրո: Իսկ Կորոնավիրուսի ժամակաշրջանում Վրաստանը մոտ 427 միլիոն եվրո է ստացել: Իր հերթին, այս օգնությունը նույնպես աննախադեպ է, հատկապես այն դեպքում, երբ բոլոր երկրները հավասարապես ճգնաժամի մեջ են: Վրաստանին 183 միլիոն եվրո է տրամադրվել՝ դրամաշնորհի տեսքով, ինչը պետք է ուղղվի երկրի սոցիալ-տնտեսական իրավիճակը բարելավելուն: 100 միլիոն կտրամադրվի Վրաստանի պետական բյուջեին, մնացած 83-ը` փոքր դրամաշնորհների տեսքով կտրվի փոքր բիզնեսին և կոոպերացիաներին: Արևելյան գործընկերության ծրագրի շրջանակներում մոտ 70 միլիոն կտրվի Վրաստանին և, օրինակ, կտրամադրվի տոկոսադրույքը մարելուն և այլն: Այս օգնությունը ներառում է նաև հասարակական ոլորտի համաֆինանսավորում: Մոտ 3 միլիոնը կտրամադրվի վերոնշյալին և նրանց` որոշումներ կայացնելու մեջ մասնակցության համար:

Քննարկման վերջին բանախոսը Թինաթին Ախվլեդիանին էր` Եվրոպական քաղաքականության հետազոտման կենտրոնի հետազոտող: Վերջինիս խոսքով՝ Վրաստանի համար մոբիլիզացված գումարներն ավել են Արևելյան գործընկերության այլ երկրներին տրմադրվող գումարից: Այս որոշումը կայացվել է՝ ելնելով ասոցացման համաձայնագրի կատարման և տրամադրված դրամաշնորհներն արդյունավետ իրագործելու հանգամանքից: Ինչպես նշեց Թինաթինը,  վարկը կազմում է 150 միլիոն եվրո և   տրամադրվելու է միկրոֆինանսական իրավիճակը բարելավելու համար: Նա նշեց, որ  նման գումար  տրամադրելու դեպքում կազմվում է հուշագիր, որով սահմանվում են պարտականությունները, ինչը ներառում է օրենքի գերակայություն, մարդու իրավունքների պաշտպանություն, բազմակուսակցական խորհրդարանի գաղափարի աջակցություն: Այս ամենը երաշխիքն է այն բանի, որ նույնիսկ ճգնաժամի պայմաններում ժողովրդավարության կառուցումն ու մարդու իրավունքները ետին պլան չեն ընկնի: Զեկույցներից հետո ժամանակ  հատկացվեց նաև հարց-պատասխան ձևաչափին, որտեղ ազգային փոքրամասնությունները հետաքրքրվում էին կոնկրետ դրամաշնորհներով` տեղական հասարակական կազմակերպությունների համար` Քվեմո Քարթլիում և Ջավախեթիում. Քվեմո Քարթլիում գյուղատնտեսությանը տրամադրված ֆինանսավորման, տեղեկատվության տարածման հնարավոր նոր գործիքակազմի, Եվրամիության կողմից տրամադրված գումարները բաշխելու և ընդհանրապես արտադրությունների համար տրամադրված վարկերի վերաբերյալ: Տեղացիները խոսել են նաև կորոնավիրուսով պայմանավորված սահմանափակումների մասին, ինչը խնդիրներ է ստեղծում իրենց արտադրանքը իրացնելու գործում:  Չնայած բազմալեզու միջոցառմանը, հանդիպումը բավականին ինտերակտիվ և օգտակար էր:

Related Posts