ვორქშოფები საქართველოს ინკლუზიური ევროპეიზაციის შესახებ ანალიტიკური ვიდეოების შესაქმნელად

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ანალიტიკური ვიდეოების შესაქმნელად ქვემო ქართლის და ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ჯამში 6 ვორქშოფი ჩაატარა. ღონისძიებების მიზანი იყო სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ესწავლათ ანალიტიკური ვიდეოს შექმნაზე მუშაობა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია. ანალიტიკური ვიდეორგოლების შექმნის მიზანია საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში ევროპული პერსპექტივისა და ეთნიკური უმცირესობების როლის შესახებ მეტი ცოდნის გავრცელება, ეთნიკური უმცირესობების წახალისება, თემში ცვლილებების ადვოკატირება. ვორქშოფებზე დასწრებამ   ეთნიკურ უმცირესობებს მისცა საშუალება შეექმნათ საკუთარი ანალიტიკური ვიდეოები იმ სარგებელთან დაკავშირებით, რომელიც შეუძლიათ, ევროკავშირისგან მიიღონ, ასევე, იმ ბარიერებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ ამ სარგებელის გამოყენების პროცესში ხვდებათ. 

ვორქშოფები ჩაატარეს ექსპერტებმა:

შორენა ლორთქიფანიძემ –  მონაწილეებს მიაწოდა თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია ადვოკატირების პოლიტიკის შესახებ. ასევე, ანალიტიკური ვიდეოების შექმნის პროცესში, როგორ დაუკავშირდნენ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

თათია დოლიძემ – ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ გზით, ევროინტეგრაციის პროცესში მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. 

თორნიკე გორდაძემ – ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით და ამ გზით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათი ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. მან მონაწილეებს ურჩია, ვიდეო უსაფრთხოების საკითხზე გადაეღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის და ასევე, დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. 

ოქტაი ქაზუმოვმა – ახალგაზრდებთან ქართული და ინგლისური ენების შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ გზით, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში უფრო მარტივად მონაწილეობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. შესაბამისად, მან ახალგაზრდებს ვიდეოს გადაღება უფრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ურჩია. 

გულგუნ მამადლი, ქვემო ქართლის რეგიონდან, ვიდეო პროდუქტის შესაქმნელად შეირჩა. მან თავდაპირველად, ვორქშოფი ეთნიკურ უმცირესობებთან ჩაატარა და მათი აზრი მოისმინა. შემდეგ კი შექმნა ვიდეო, რომელიც ევროკავშირის მიმართ საზოგადოების  დამოკიდებულებებსა და მათ ინფორმირებულობის საკითხს ეხება.  Ვიდეოს, რომელშიც 15 ეთნიკურად აზერბაიჯანელი მონაწილეობს, სათაურია ევროკავშირი და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: ინფორმაციული ვაკუუმი და დეზინფორმაცია

ელზა ტოროსიანი, ანგელიან კობელიანი და არტურ მოსიანი – ჟურნალისტთა სამკაციანი გუნდი ვიდეო შესაქმნელად სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან შეირჩა.  Მათ ჯერ ვორქშოფი ჩაატარეს ეთნიკურ უმცირესობებთან ევროკავშრის საგამნამათლებლო პროგრამების საკითხზე და რჩევები მიიღეს მათგან, შემდეგ კი თემაზე დოკუმენტური ვიდეო გადაიღეს, რომელშიც 15-მა ეთნიკურად სომეხმა მიიღო მონაწილეობა. Ვიდეოს სათაურია ევროკავშირის საგანმანათლებლო შესაძლებლობები

ვორქშოფი ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით Erasmus + Jean Monnet პროქტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ფარგლებში. 

 

Related Posts