პოლიტიკის ნაშრომების კრებული

ლევან კახიშვილი, სალომე მინესაშვილი, ბიძინა ლებანიძე, შოთა კაკაბაძე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია, წარმოგიდგინოთ 2021 წლის პოლიტიკის დოკუმენტების კრებული, რომელიც ეხმიანება საქართველოს აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს, გამოწვევებს და პერსპექტივებს. კრებული მე-6 ყოველწლიური კონფერენციის – #GEODEM2021-ის ერთგვარი შესავალია, რომლითაც უნდა დაიწყოს დისკუსია ჩვენი მთავარი ღონისძიების ფარგლებში და, იმედი გვაქვს, რომ ის კარგი საფუძველი გახდება საინტერესო განხილვებისთვის. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევები და დოკუმენტები წარმოადგენს რესურსს როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, დარგის ექსპერტებისთვის, აკადემიური წრეებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts