პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაცია და ფრაგმენტაცია: გავლენა ქართულ დემოკრატიაზე – ინტერვიუ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფერნანდო კასალ ბერტოასთან

ინტერვიუს უძღვება თეონა ზურაბაშვილი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP

“დემოკრატია არ არის ნულოვან-ჯამოვანი თამაში. ოპოზიციასაც აქვს მართვის უფლება, მათ ასევე აქვთ გამარჯვების უფლება […] საქართველოში, მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია არ არის მისი მტერი ან მეტოქე. ეს საქართველოს ერთ- ერთი სერიოზული პრობლემაა, რის გამოც  ვერ ხდება დემოკრატიის კონსოლიდაცია“

ფერნანდო კასალ ბერტოა არის ნოთინგემის უნივერსიტეტის შედარებითი პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი. ის სწავლობდა სამართალს ნავარის უნივერსიტეტში (ესპანეთი), ასევე პოლიტიკურ მეცნიერებას სალამანკას უნივერსიტეტში (ესპანეთი). იაგელონიის უნივერსიტეტში (პოლონეთი)ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე სპეციალიზების შემდგომ, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში (ფლორენცია), პროფესორ პიტერ მეირის ხელმძღვანელობით მოიპოვა დოქტორის ხარისხი. 2010 და 2013 წლებში იყო პოსტ-სადოქტორო მკვლევარი ლეიდენის უნივერსიტეტში. ამჟამად, პროფესორი კასალ ბერტოა არის პარტიებისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის (REPRESENT) თანა-დირექტორი, ეუთოს (OSCE/ODIHR) “პოლიტიკური პარტიების ექსპერტთა ჯგუფის“ წევრი და ევროპის საბჭოს, გაეროს და დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) ექსპერტი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში, მათ შორის, Journal of Politics, European Journal of Political Research, Sociological Methods and Research, Journal of Democracy, West European Politics, Electoral Studies, Party Politics, European Political Science Review and Democratization. მისი წიგნია (ზოლტ ენიედის (CEU) თანაავტორობით) Party System Closure: Party Alliances, Government Alternatives and Democracy in Europe (OUP, 2021).  მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის, 2017 წელს გორდონ სმიტისა და ვინსენტ უაითის სახელობის პრიზი, 2017 წელს AECPA პრიზი საუკეთესო სტატიისთვის, 2018 წელს ვიცე-კანცლერის მედალი და 2019 წელს CES Routledge Award.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts