ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

დემოკრატიის დეფიციტი პარტიულ პოლიტიკურ სისტემებში

ინტერვიუ ექსპერტთან – პროფესორ ჟოლტ ენიედისთან

ინტერვიუს უძღვება სალომე კანდელაკი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP

“აღმოსავლეთ ევროპაში ალბათობა იმისა, რომ უეცრად ახალი ლიდერი გამოჩნდება და სათავეში ჩაუდგება მთელ სახელმწიფოს, ჯერ კიდევ დიდია, რაც პარტიული სისტემის სისუსტის კიდევ ერთი ინდიკატორია.”

ჟოლტ ენიედი ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ლევერჰულმის მოწვეული პროფესორია. ამავდროულად იგი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორიცაა და იკვლევს პარტიულ სისტემებს, პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, (more…)

...

პოლიტიკური პოლარიზაცია – მოჯადოებული წრე თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის?

თეონა ზურაბაშვილი 

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობის მინიჭებამ კიდევ ერთხელ ,,გაკრიფა შუა“ და ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ხმები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ კონცენტრირდა. თუმცა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა მხოლოდ 30.68 % მიიღო (cesko.ge 2021ა), ,,ქართულმა ოცნებამ“ კი ხმათა 43%-ზე მეტის მიღება შეძლო (cesko.ge 2021ა). (more…)

...

რანგირებული ხმის მიცემის სისტემა – უკიდურესი პოლარიზაციის გარღვევის გზა?

შოთა კაკაბაძე 

ეუთო/ოდირის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გარემო საქართველოში რჩება უკიდურესად პოლარიზებული, ხშირია აგრესიული დისკურსი, ხოლო მრავალფეროვანი მედიაგარემო საგრძნობლადაა დამოკიდებული სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესს ინტერესებზე (OSCE/ODIHR 2021, 2-3).

არსებული გარემო დიდად არ განსხვავდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან. (more…)

...

ბაიდენის გლობალური დემოკრატიის იდეა ავღანეთის შემდეგ: რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

ნინო სამხარაძე

ჯო ბაიდენის ხედვა გლობალური დემოკრატიის შესახებ აშშ-ის მიმდინარე საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას „ბაიდენის დოქტრინადაც“ მოიხსენიებენ (Brands 2021). ჯერ კიდევ ახალი ადმინისტრაციის პირველ დღეებში არსებობდა გარკვეული მოსაზრებები, რომ ამ იდეას არაერთი ხარვეზი ჰქონდა (Adler and Wertheim 2020). ბოლო პერიოდში კი, ამას ისიც დაემატა, რომ ავღანურმა აგვისტომ ვაშინგტონის „დემოკრატიების კოალიციის“ ლიდერობის გაცხადებული ამბიცია (Biden 2020) ახალი გამოცდის წინაშე დააყენა. (more…)

...

საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ინტერვიუ ექსპერტთან – პროფესორ ტანია ბიორზელთან

ინტერვიუს უძღვება შოთა კაკაბაძე, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP

“ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ, ვგულისხმობ ქართულმა საზოგადოებამ და არა პოლიტიკოსებმა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შეუძლებელია ყველა სასურველი შედეგის ერთად მიღება. თუ გსურს, იყო ევროპის და ევროკავშირის ნაწილი, უნდა მიიღო ევროპული ფასეულობებიც”

პროფესორი, დოქტორი ტანია ა. ბიორზელი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ოტო სუჰრის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელია.   დოქტორი ბიორზელი ხელმძღვანელობს: Cluster of Excellence “Contestations of the Liberal Script”; Jean Monnet Center of Excellence “Europe and its Citizens”.  (more…)

...

მთიანი ყარაბაღის ომის გეოპოლიტიკური შედეგები საქართველოსთვის: მოლოდინები დიდი და პატარა აქტორებისგან

ექსპერტთა კომენტარი #18 | ივლისი 2021

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა კონფლიქტმა 2020 წლის ოქტომბერში კულმინაციას მიაღწია და მწვავე სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა. „მთიანი ყარაბაღის მეორე ომად“ წოდებული დაპირისპირება ნოემბრის შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა აზერბაიჯანს სადავო ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნა; ამას მოჰყვა შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია ერევანში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომმა გვიჩვენა გრძელვადიანი კონფლიქტის კომპლექსურობა და მთავარი ძალების ინტერესები: რუსეთი და თურქეთი გავლენიან რეგიონულ აქტორებად მოგვევლინენ, ხოლო დასავლეთი –  ევროკავშირი და აშშ – განსაკუთრებულად ინერტულები იყვნენ. (more…)

...

პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაცია და ფრაგმენტაცია: გავლენა ქართულ დემოკრატიაზე – ინტერვიუ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფერნანდო კასალ ბერტოასთან

ინტერვიუს უძღვება თეონა ზურაბაშვილი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, GIP

“დემოკრატია არ არის ნულოვან-ჯამოვანი თამაში. ოპოზიციასაც აქვს მართვის უფლება, მათ ასევე აქვთ გამარჯვების უფლება […] საქართველოში, მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია არ არის მისი მტერი ან მეტოქე. ეს საქართველოს ერთ- ერთი სერიოზული პრობლემაა, რის გამოც  ვერ ხდება დემოკრატიის კონსოლიდაცია“

ფერნანდო კასალ ბერტოა არის ნოთინგემის უნივერსიტეტის შედარებითი პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი. ის სწავლობდა სამართალს ნავარის უნივერსიტეტში (ესპანეთი), ასევე პოლიტიკურ მეცნიერებას სალამანკას უნივერსიტეტში (ესპანეთი). იაგელონიის უნივერსიტეტში (პოლონეთი) (more…)

...

გერმანიის საკითხი და ევროკავშირის სამეზობლო: შეძლებს ბერლინი გახდეს გრავიტაციის ახალი ცენტრი ასოცირებული ქვეყნებისთვის?

ბიძინა ლებანიძე

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის აზიისკენ რეორიენტაციის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ასოცირებული ქვეყნები უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ. აღნიშნული ჩიხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია რევანშისტული და აგრესიულად განწყობილი რუსეთი, აშშ-ს შესუსტებული ინტერესი რეგიონში და ევროკავშირის მცდელობა, მოირგოს გეოპოლიტიკური აქტორის როლი. აშშ-ს პოლიტიკის მხრივ, კიევისა და თბილისისთვის ბევრი არაფერი შეუცვლია არც დონალდ ტრამპის ტურბულენტურ პერიოდს და არც ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, (more…)

...

ქართული დემოკრატია გზაჯვარედინზე: არსებული ვითარება და განვითარების პერსპექტივები – ინტერვიუ პროფესორ ჯული ა. ჯორჯთან

ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP

„ვფიქრობ, რომ საქართველოს რევოლუციები არ არის კარგი დემოკრატიისთვის. ქვეყანას სჭირდება „მოსაწყენი“ ინსტიტუციური პოლიტიკა. თქვენ არ გჭირდებათ მეტი პარტიები საქართველოში, არამედ გჭირდებათ უკეთესი პარტიები“ (more…)

...

GEODEM2021 კონფერენციის ანგარიში – საზოგადოებრივი გამოკითხვები, არჩევნები დაპოპულიზმი: რატომ არ ვენდობით პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში?

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოუმწიფებლობა და არაპროგნოზირებადობა კვლავ ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული იმედისა, რომ საქართველო განაგრძობდა სვლას კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისკენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის ნაკლოვანებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტების დაუცველობის თვალსაზრისით. ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, კვლავ აწუხებს ოპოზიციური პარტიების მიერ (more…)

...

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მედია გაშუქება საქართველოში: დისკურსის სტრუქტურის შეფასება

კვლევითი ნაშრომი, ივნისი 2021 / #15

წარმოდგენილი ნაშრომი აანალიზებს საქართველოში ულტრანაციონალისტური ჯგუფების მედია გაშუქებას და მათ დისკურსს სამი მეინსტრიმული ტელეარხის: რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებელი – საქართველოს პირველი არხის ეთერში. ნაშრომში განხილულია ის, თუ რამდენად გაჯერებულია მედია დისკურსი საქართველოში ულტრანაციონალისტური ნარატივებით, რამდენად უთმობს მედია სივრცეს ულტრანაციონალიზმის კონტრ არგუმენტებს და ვინ არიან ის აქტორები, რომლებიც ამ საკითხების გარშემო დისკურსიულ დღის წესრიგს ქმნიან. ანალიზი ეფუძნება ულტრანაციონალისტურ (more…)

...

საქართველო ავღანეთის მისიის შემდეგ: როგორ დავიბრუნოთ აქტუალობა ნატოს მიმდინარე დღის წესრიგში

ნინო სამხარაძე

აშშ-ს და ნატოს გადაწყვეტილება ავღანეთის თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების შესახებ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დამატებით გამოწვევებს აჩენს.  ავღანეთში აშშ-ის და მოკავშირეების მისიის დასრულება და სამხედრო ძალების გამოყვანა თბილისისთვის ნატოსთან სამხედრო თვალსაზრისით უშუალო ჩართულობას შეამცირებს. ამასთან, 2021 წლის ივნისში გამართული ნატოს სამიტის შედეგები, ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით, თბილისისთვის საიმედოს ვერაფერს ამბობს (NATO 2021a). შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ნატო-საქართველოს ურთიერთობების ამ ეტაპზე, რა სივრცეები და შესაძლებლობები აქვს თბილისს იმისთვის, რომ დაიბრუნოს აქტუალობა ბრიუსელის დღის წესრიგში? (more…)

...