ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

GEODEM2021 კონფერენციის ანგარიში – საზოგადოებრივი გამოკითხვები, არჩევნები დაპოპულიზმი: რატომ არ ვენდობით პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში?

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოუმწიფებლობა და არაპროგნოზირებადობა კვლავ ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული იმედისა, რომ საქართველო განაგრძობდა სვლას კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისკენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის ნაკლოვანებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტების დაუცველობის თვალსაზრისით. ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, კვლავ აწუხებს ოპოზიციური პარტიების მიერ (more…)

...

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგი საქართველოში

წარმოდგენილი დოკუმენტი შეიქმნა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსი არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და არცერთ შემთხვევაში არ ასახავს შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოზიციას. (more…)

...

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი 100 დღე: რეალობა და გამოწვევები

ავტორები: ბიძინა ლებანიძე, ელგუჯა ხოკრიშვილი, სალომე კანდელაკი, ნინო სამხარაძე, გივი სილაგაძე

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური ვითარება. არსებული კრიზისების ფონზე, საქართველოს ახალი ხელისუფლება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. მან უნდა დაძლიოს პოლიტიკური კრიზისი და გამოასწოროს პანდემიისგან დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. (more…)

...

სახელმძღვანელო – მიმართულება: ეფექტური სახელმწიფო

პოლონეთის დეცენტრალიზაციის წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია 1989 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელახლა შემოღების და დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებით პოლონეთის გამოცდილების გაზიარება. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია მიაწოდოს აქტუალური ინფორმაცია და ცოდნა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ექსპერტებს და სომხეთის და საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს. (more…)

...

დემოკრატიის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია (#GEODEM): არჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის? – კონფერენციის ანგარიში

მიმდინარე წელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკას განსაზღვრავს შემდეგი ათწლეულის განმავლობაში. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აზიანებს საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს. (more…)

...

საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის

ანგარიში „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის შესრულება 2020 წლისთვის“ მომზადებულია პროექტის „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. (more…)

...

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაზრდილი შესაძლებლობები და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის პროცესში მცირე და საშუალო საწარმოების გამოწვევები

საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა
პროექტის მიგნებები და რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებისთვის

(more…)...

ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება: საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის მედიაპრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება

ეკატერინე ბასილაია, ფილიპ პაზდერსკი,
დოქტ. პეტრა კუხინკოვა, იან ცინგელი

წინამდებარე ანგარიში მომზადდა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების, პოპულიზმის ზრდის, ევროსკეპტიციზმისა და ანტიდასავლური მოძრაობების, ყალბი ამბების, მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზრდის ფონზე, იმ ქვეყნებში, რომლებშიც კვლევა ჩატარდა. (more…)

...

ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში

ბიძინა ლებანიძე, მარიამ გრიგალაშვილი

საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შემსწავლელი აკადემიური, ისევე როგორც პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევების ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი ამ ნაშრომების ევროცენტრიზმია – ეს კვლევები ყურადღებას მხოლოდ დასავლელ აქტორებზე ამახვილებენ და პოსტსაბჭოთა რეგიონში ევროპული ინტეგრაციის პროცესებს მხოლოდ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებს (EaP) შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პრიზმიდან აანალიზებენ (მაგალითად, იხილეთ EaP ინდექსი ან აკადემიური კვლევების დიდი ნაწილი). ამასთან, როგორც ბოლო წლებში გამოიკვეთა, ცენტრალური და (more…)

...

საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევის შედეგები

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ – ნაწილს. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით – „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ – უზრუნველყოფილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას ეხება. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) როლის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/SME-ების შესახებ წარმოებულ კამპანიებში; (more…)

...