ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

პარტიული პოლიტიკის რადიკალიზაცია საქართველოში: გრძელვადიანი სტაბილურობის ძიებაში

ბიძინა ლებანიძე

არჩევნების შემდგომ განვითარებულმა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა, რომ პოლიტიკური რადიკალიზაცია ქართული მყიფე დემოკრატიისათვის მთავარი გამოწვევაა. პოლიტიკური რადიკალიზაცია აფერხებს საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს და ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რადგან ხელს უწყობს  პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის უნდობლობას, ამომრჩეველთა პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშვას, პოლიტიკური ნდობის პოლარიზაციასა და ზოგადად, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნაკლებობას. პოლიტიკური ნდობის პოლარიზაცია და საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების – პირველ რიგში, სასამართლოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) – პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნაკლებობა ქვეყანას, ასევე, კრიზისის დროს (more…)

...

ევროკავშირის ახალი როლი საქართველოში: წარმატებული მედიაცია და მომავლის სტრატეგია

ლევან კახიშვილი

დემოკრატიის კონსოლიდაცია ხანგრძლივი და არასტაბილური პროცესია, რომელშიც პოლიტიკური კრიზისი შეიძლება განმეორებითი მოვლენა იყოს. საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას, უმართავი კრიზისები პოლიტიკურად ძვირი ჯდება. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2019 წლის ივნისში დაიწყო, ჩიხში შევიდა 2021 წლის თებერვალში, როდესაც უმსხვილესი (more…)

...

რატომ უჭირთ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკება? სტრუქტურული ფაქტორები, რომლებიც კომპრომისზე დაფუძნებულ პოლიტიკას აბრკოლებს

სალომე მინესაშვილი

იმ ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ  განვითარდა,  ჩიხში შეიყვანა ოპოზიცია და მმართველი პარტია, ერთი მხრივ, რადიკალური მოთხოვნებით და მეორე მხრივ, მკაცრი წინააღმდეგობით. ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფასილიტაციის პირობებში, თვალნათლივ მიუთითებს იმას, რომ ორივე მხარე (more…)

...

საქართველო ლეგიტიმური არჩევნების ძიებაში: არის თუ არა ელექტრონული არჩევნები გამოსავალი?

შოთა კაკაბაძე

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი აანალიზებს არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებას საქართველოში და მასთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით მხარეებს. დოკუმენტი დეტალურად აანალიზებს ესტონეთის მაგალითს – ერთადერთი ქვეყნის, რომელიც ელექტრონული ხმის მიცემის მეთოდს ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის (more…)

...

ევროკავშირისა და საქართველოს მიერ დასახული 20 მიზანი 2020 წლისთვის: რამდენად უფრო ძლიერია ქართული ეკონომიკა დღეს?

თინათინ ახვლედიანი

2016 წელს, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სახელმწიფოები ამბიციურ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც 2020 წლისთვის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. აღნიშნულ დღის წესრიგზე დაყრდნობით, საქართველომ შეიმუშავა ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო და 2020 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევის მიმართულებით ძირითადად დადებითი შეფასება დაიმსახურა. (more…)

...

ერთი ნაბიჯი წინ – ერთი უკან: სახელმწიფო მედეგობის დილემა კოორდინირებული პოლიტიკის ნაკლებობის ფონზე

შალვა ძებისაშვილი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის კომპლექსური მიმოხილვისა და შეფასების ერთგვარ მცდელობას მედეგობის/მდგრადობის (resilience) კონცეფციის ფარგლებში, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მისი აქტუალურობა განპირობებულია არა მხოლოდ ობიექტური გარემოებებით (საგრძნობლად გაუარესებული სამხედრო-პოლიტიკური (უსაფრთხოების) გარემო), არამედ ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან ამ პრინციპის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ქვაკუთხედად აღიარებითაც. (more…)

...

სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა ევროპული ინტეგრაციის იდეისთვის

თინათინ ერქვანია, ბიძინა ლებანიძე

სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების ეფექტური ფუნქციონირება დღემდე საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება. სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური ხარისხი ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად ფორმალურად გაუმჯობესდა და დაიხვეწა, თუმცა რეფორმებმა პრაქტიკული გავლენა სასამართლო სისტემის ეფექტურობასა და დემოკრატიულობის ხარისხზე ვერ იქონია. (more…)

...

(ღია) კარის თამაშები: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მდგრადი პარტნიორობის გამოწვევები

კორნელი კაკაჩია, ბიძინა ლებანიძე, შალვა ძებისაშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაურკვევლობის ერთგვარ ფაზაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ფორმალურად არასდროს დაუხურავს კარი საქართველოსთვის, გაფართოების საკითხის მიმართ ალიანსი უფრო ნაკლებად გამბედავი გახდა, ხოლო რუსეთის ინტერესების მიმართ გაცილებით ფრთხილი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, საქართველოს ნატოში პრაქტიკული ინტეგრაცია გაღრმავდა და გაცილებით მეტი დინამიკა შეიძინა. (more…)

...

სარგებლობენ თუ არა ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეებით?

ლევან კახიშვილი

ევროპეიზაციამ საქართველოში საზოგადოებას არაერთი, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური სარგებელი მოუტანა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური უმცირესობები არ არიან სათანადოდ ინტეგრირებულნი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ, რამდენად შეძლებენ ისინი ამ შესაძლებლობათა გამოყენებას. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ევროპეიზაცია, როგორც პირობითობის პოლიტიკის მეშვეობით ფორმალური წესების გადაცემა და მიღებული შედეგების აღქმა უმცირესობების მიერ. (more…)

...

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოში: პოლიტიკური ჩართულობის ბარიერები

სალომე კანდელაკი

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ინტეგრაცია კომპლექსური პროცესია, თუმცა ამ კუთხით საქართველოს, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანას, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ოფიციალურად აქვს აღებული ევროპასთან ინტეგრაციის კურსი. ამ და სხვა გარემოებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი უმცირესობების ეროვნულ დონეზე ხარისხიანი პოლიტიკური მონაწილეობა. (more…)

...