ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამთავრობო სტრუქტურები თბილისში: ძალაუფლება და ლეგიტიმაცია დევნილობაში

კვლევითი ნაშრომი, თებერვალი  2021 / #12

წინამდებარე კვლევის მიზანია, ნათელი მოჰფინოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების შექმნისა და შენარჩუნების საკითხს. ამ მიზნით, კვლევა სიღრმისეულად შეისწავლის დევნილობაში მოქმედი სახელისუფლებო ორგანოების (აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია) ისტორიას, სტრუქტურასა და ფუნქციებს. (more…)

...

უნდა გააკეთოს თუ არა საქართველომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს?

ექსპერტთა კომენტარი #15 | თებერვალი 2021

ცოტა ხნის წინ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოცხადდა და მოგვიანებით საპარლამენტო რეზოლუციითაც დადასტურდა. (more…)

...

დეზინფორმაციის, დემოკრატიზაციისა და პოპულიზმის სამკუთხედი საქართველოში

ნინო გოზალიშვილი

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს, შესაბამისად, დემოკრატიული ქვეყნები არამხოლოდ უნდა აღიარებდნენ მას, როგორც ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, არამედ რეალურად უნდა უზრუნველყოფდნენ თითოეული მოქალაქის აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლების არაერთი განმარტება არსებობს: სხვადასხვა აქტორი მის ინტერპრეტაციას სხვადასხვაგვარად ახდენს. (more…)

...

ევროკავშირისა და საქართველოს მიერ დასახული 20 მიზანი 2020 წლისთვის: რამდენად უფრო ძლიერია ქართული ეკონომიკა დღეს?

თინათინ ახვლედიანი

2016 წელს, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სახელმწიფოები ამბიციურ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც 2020 წლისთვის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. აღნიშნულ დღის წესრიგზე დაყრდნობით, საქართველომ შეიმუშავა ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო და 2020 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევის მიმართულებით ძირითადად დადებითი შეფასება დაიმსახურა. (more…)

...

საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ინტერვიუ პროფესორ ნილ მაკფარლეინთან

ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP

“რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, თქვენი ურთიერთობების განვითარება გრძელი პროცესი იქნება. ყველაზე კარგი რამ, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესის ხელშესაწყობად, შიდა ინსტიტუტების განვითარებაა.” (more…)

...

ერთი ნაბიჯი წინ – ერთი უკან: სახელმწიფო მედეგობის დილემა კოორდინირებული პოლიტიკის ნაკლებობის ფონზე

შალვა ძებისაშვილი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის კომპლექსური მიმოხილვისა და შეფასების ერთგვარ მცდელობას მედეგობის/მდგრადობის (resilience) კონცეფციის ფარგლებში, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მისი აქტუალურობა განპირობებულია არა მხოლოდ ობიექტური გარემოებებით (საგრძნობლად გაუარესებული სამხედრო-პოლიტიკური (უსაფრთხოების) გარემო), არამედ ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან ამ პრინციპის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ქვაკუთხედად აღიარებითაც. (more…)

...

სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა ევროპული ინტეგრაციის იდეისთვის

თინათინ ერქვანია, ბიძინა ლებანიძე

სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების ეფექტური ფუნქციონირება დღემდე საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება. სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური ხარისხი ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად ფორმალურად გაუმჯობესდა და დაიხვეწა, თუმცა რეფორმებმა პრაქტიკული გავლენა სასამართლო სისტემის ეფექტურობასა და დემოკრატიულობის ხარისხზე ვერ იქონია. (more…)

...

რადიკალი მემარჯვენე პარტიების პოლიტიკური პერსპექტივა 2020 წლის არჩევნების შემდეგ

ექსპერტთა კომენტარი #14 | იანვარი 2021

2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ათამდე მემარჯვენე-კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი პარტია მონაწილეობდა, რომელთაგან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთმა, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა მინიმალური საარჩევნო ბარიერი 3.14%ით (60,480 ხმით). (more…)

...

ევროსკეპტიკური, მაშასადამე, პრორუსული?

გივი სილაგაძე

საქართველოში ძნელად  მოიძებნება პოლიტიკური ან სხვა ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ღიად აცხადებს თავისი პრორუსულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მედიაში, არასამთავრობო სექტორსა თუ, ზოგადად, საჯარო დისკურსში ხშირად გაისმის ტერმინები „პრორუსული“ და „პროპუტინური“. ხშირად ამგვარი იარლიყებით ევროსკეპტიკურ პოპულისტურ პარტიებს მოიხსენიებენ,  რომლებიც ეთნონაციონალისტურ თემებზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა, ყოველთვის ნათელი არაა რა არგუმენტაცია დგას ამ იარლიყის მინიჭების მიღმა. (more…)

...

აშშ-ს საგარეო პოლიტიკა გარდამავალ ეტაპზე: რას უნდა ველოდეთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან?

ნინო სამხარაძე

2020 წლის დრამატული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, საბოლოოდ, ჯოზეფ ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპის დამარცხებით დასრულდა. ახალი ადმინისტრაცია ახალ გარემოებებს ნიშნავს როგორც, ზოგადად, აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის, ისე კონკრეტულად საქართველოსთვისაც. წარმოდგენილი პოლიტიკის მემორანდუმი აქცენტს აკეთებს ტრადიციული ალიანსების აღდგენაზე, აშშ-ს მიღმა დემოკრატიული ღირებულებების ინტენსიურ გავრცელებაზე და ბაიდენის მოსალოდნელ ხისტ მიდგომაზე რუსეთის მიმართ. ყველა ჩამოთვლილი ასპექტი, შეიძლება, გავლენისმომხდენ ფაქტორად მივიჩნიოთ თბილისსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის.  (more…)

...

ვინ უჭერს მხარს ნაციონალისტურ პოპულიზმს საქართველოში? პარალელები დასავლურ გამოცდილებასთან

ნინო სამხარაძე

ბოლო ხანებში ევროპის არაერთ ქვეყანაში მემარჯვენე პოპულიზმისადმი გაზრდილი მხარდაჭერა საერთაშორისო ანალიტიკური წრეებისთვის ინტენსიური დისკუსიის საგანი გახდა. ამ მხარდაჭერის გაანალიზების პროცესში ხშირად განიხილავენ ამომრჩევლის დემოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მახასიათებლებს. პარალელურად, საზოგადოების კონკრეტული სეგმენტების მობილიზების საკითხი აქტუალურია საქართველოშიც: (more…)

...

პოლიტიკის დოკუმენტების კრებული

ლევან კახიშვილი, სალომე მინესაშვილი, ნინო სამხარაძე, სალომე კანდელაკი

ოთხიდან რიგით პირველი (მაგრამ არცერთ შემთხვევაში მნიშვნელობის მიხედვით) დოკუმენტის ავტორია ლევან კახიშვილი. ნაშრომში დასმულია შეკითხვა: სარგებლობენ თუ არა ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეებით? ამ დოკუმენტში გამოკვლეულია, თუ როგორ აღიქვამენ ეთნიკური უმცირესობები ევროპეიზაციას და მასთან დაკავშირებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს და შემდეგ განხილულია ის ბარიერები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან აღნიშნული სიკეთეებით სრულად სარგებლობასთან დაკავშირებით. (more…)

...