ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა ევროპული ინტეგრაციის იდეისთვის

თინათინ ერქვანია, ბიძინა ლებანიძე

სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების ეფექტური ფუნქციონირება დღემდე საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება. სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური ხარისხი ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად ფორმალურად გაუმჯობესდა და დაიხვეწა, თუმცა რეფორმებმა პრაქტიკული გავლენა სასამართლო სისტემის ეფექტურობასა და დემოკრატიულობის ხარისხზე ვერ იქონია. (more…)

...

რადიკალი მემარჯვენე პარტიების პოლიტიკური პერსპექტივა 2020 წლის არჩევნების შემდეგ

ექსპერტთა კომენტარი #14 | იანვარი 2021

2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ათამდე მემარჯვენე-კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი პარტია მონაწილეობდა, რომელთაგან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთმა, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა მინიმალური საარჩევნო ბარიერი 3.14%ით (60,480 ხმით). (more…)

...

ევროსკეპტიკური, მაშასადამე, პრორუსული?

გივი სილაგაძე

საქართველოში ძნელად  მოიძებნება პოლიტიკური ან სხვა ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ღიად აცხადებს თავისი პრორუსულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მედიაში, არასამთავრობო სექტორსა თუ, ზოგადად, საჯარო დისკურსში ხშირად გაისმის ტერმინები „პრორუსული“ და „პროპუტინური“. ხშირად ამგვარი იარლიყებით ევროსკეპტიკურ პოპულისტურ პარტიებს მოიხსენიებენ,  რომლებიც ეთნონაციონალისტურ თემებზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა, ყოველთვის ნათელი არაა რა არგუმენტაცია დგას ამ იარლიყის მინიჭების მიღმა. (more…)

...

აშშ-ს საგარეო პოლიტიკა გარდამავალ ეტაპზე: რას უნდა ველოდეთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან?

ნინო სამხარაძე

2020 წლის დრამატული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, საბოლოოდ, ჯოზეფ ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპის დამარცხებით დასრულდა. ახალი ადმინისტრაცია ახალ გარემოებებს ნიშნავს როგორც, ზოგადად, აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის, ისე კონკრეტულად საქართველოსთვისაც. წარმოდგენილი პოლიტიკის მემორანდუმი აქცენტს აკეთებს ტრადიციული ალიანსების აღდგენაზე, აშშ-ს მიღმა დემოკრატიული ღირებულებების ინტენსიურ გავრცელებაზე და ბაიდენის მოსალოდნელ ხისტ მიდგომაზე რუსეთის მიმართ. ყველა ჩამოთვლილი ასპექტი, შეიძლება, გავლენისმომხდენ ფაქტორად მივიჩნიოთ თბილისსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის.  (more…)

...

ვინ უჭერს მხარს ნაციონალისტურ პოპულიზმს საქართველოში? პარალელები დასავლურ გამოცდილებასთან

ნინო სამხარაძე

ბოლო ხანებში ევროპის არაერთ ქვეყანაში მემარჯვენე პოპულიზმისადმი გაზრდილი მხარდაჭერა საერთაშორისო ანალიტიკური წრეებისთვის ინტენსიური დისკუსიის საგანი გახდა. ამ მხარდაჭერის გაანალიზების პროცესში ხშირად განიხილავენ ამომრჩევლის დემოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მახასიათებლებს. პარალელურად, საზოგადოების კონკრეტული სეგმენტების მობილიზების საკითხი აქტუალურია საქართველოშიც: (more…)

...

პოლიტიკის დოკუმენტების კრებული

ლევან კახიშვილი, სალომე მინესაშვილი, ნინო სამხარაძე, სალომე კანდელაკი

ოთხიდან რიგით პირველი (მაგრამ არცერთ შემთხვევაში მნიშვნელობის მიხედვით) დოკუმენტის ავტორია ლევან კახიშვილი. ნაშრომში დასმულია შეკითხვა: სარგებლობენ თუ არა ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეებით? ამ დოკუმენტში გამოკვლეულია, თუ როგორ აღიქვამენ ეთნიკური უმცირესობები ევროპეიზაციას და მასთან დაკავშირებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს და შემდეგ განხილულია ის ბარიერები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან აღნიშნული სიკეთეებით სრულად სარგებლობასთან დაკავშირებით. (more…)

...

სახელმძღვანელო – მიმართულება: ეფექტური სახელმწიფო

პოლონეთის დეცენტრალიზაციის წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია 1989 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელახლა შემოღების და დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებით პოლონეთის გამოცდილების გაზიარება. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია მიაწოდოს აქტუალური ინფორმაცია და ცოდნა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ექსპერტებს და სომხეთის და საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს. (more…)

...

რეიტინგების ომი: შეუძლია თუ არა მას კვლევების მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევა

ექსპერტთა კომენტარი #13 | ოქტომბერი 2020

დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პოლიტიკოსებს, პარტიებს, კანონმდებლებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარმოდგენას უქმნის საზოგადოების  პრიორიტეტებისა და განწყობების შესახებ. ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არაერთი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგი მიეწოდება. (more…)

...

ქართული პარტიული პოლიტიკური დისკურსი მიუმხრობლობის პოლიტიკის შესახებ: როგორ შეიცვალა მისი მნიშვნელობა 1992 წლის შემდეგ?

ლევან კახიშვილი

საქართველოში საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მინიმუმ სამი პარტია უჭერს მხარს სამხედრო ნეიტრალიტეტს ან მიუმხრობლობის პოლიტიკას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოპტიმალურ არჩევანს. ეს პარტიებია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (იხ. Patriots.ge 2020), ერთიანი საქართველო (იხ. ლიბერალი 2016) და თავისუფალი საქართველო (იხ. Freegeorgia.ge 2020). (more…)

...

ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგი და მათი შესაძლო გავლენა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე

ადრიანა სტეფანი

ულტრამემარჯვენე ჯგუფებს პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოქმედების პოტენციალი გააჩნიათ იმ ნარატივების გამოყენების საშუალებით, რომელთაც შეუძლიათ როგორც რეზონანსის, ისე, ნორმატიული გავლენის მოხდენა. ისინი  საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებას ახერხებენ ფორმალური პოლიტიკური ძალის ან დომინანტურ მედიასაშუალებებზე წვდომის არქონის პირობებშიც. (more…)

...

(ღია) კარის თამაშები: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მდგრადი პარტნიორობის გამოწვევები

კორნელი კაკაჩია, ბიძინა ლებანიძე, შალვა ძებისაშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაურკვევლობის ერთგვარ ფაზაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ფორმალურად არასდროს დაუხურავს კარი საქართველოსთვის, გაფართოების საკითხის მიმართ ალიანსი უფრო ნაკლებად გამბედავი გახდა, ხოლო რუსეთის ინტერესების მიმართ გაცილებით ფრთხილი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, საქართველოს ნატოში პრაქტიკული ინტეგრაცია გაღრმავდა და გაცილებით მეტი დინამიკა შეიძინა. (more…)

...

ახალგაზრდული მანიფესტი

მანიფესტი პროექტ #GEOYOUTH2020 – „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ფარგლებში მომზადდა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. (more…)

...