საქართველო ლეგიტიმური არჩევნების ძიებაში: არის თუ არა ელექტრონული არჩევნები გამოსავალი?

შოთა კაკაბაძე

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი აანალიზებს არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებას საქართველოში და მასთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით მხარეებს. დოკუმენტი დეტალურად აანალიზებს ესტონეთის მაგალითს – ერთადერთი ქვეყნის, რომელიც ელექტრონული ხმის მიცემის მეთოდს ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით იყენებს, და ცდილობს, ესტონური მაგალითი ქართულ კონტექსტს მოარგოს. ელექტრონული ხმის მიცემის უპირატესობების გათვალისწინებით (არარეზიდენტი ამომრჩევლის აქტივობისა და განსხვავებული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების ჩართულობის ზრდა საარჩევნო პროცესში, ასევე საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურის გამარტივება), საჭიროა, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა, რამდენადაც საქართველოში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვამ შესაძლოა ბევრი ძირეული საკითხის გადაჭრას შეუწყოს ხელი. თუმცა, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვამდე, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევასთან გამკლავება. კერძოდ, ინტერნეტის შეღწევადობისა და ციფრული წიგნიერების მაჩვენებელი ქვეყნის რურალურ დასახლებებში კვლავ საკმაოდ დაბალია. გარდა ამისა, სისტემის მიმართ ნდობის გასაზრდელად ბევრი მუშაობაა საჭირო. 

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts