GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია #GEODEM2021 ონლიან ფორმატში ჩატარდება

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-6 გამოშვება, თბილისში, წელსაც ონლაინ ფორმატში ჩატარდება და სამ სხვადასხვა თემატურ პანელს მოიცავს. კონფერენციის პირველი პანელი 27 მაისს გაიხსნება თემით – დაბალი ხარისხის არჩევნები საქართველოში: უკურნებელი სენი თუ მოგვარებადი პრობლემა? (more…)

...

ELS-ის დღიურები 2021 – აპრილის თვის გამოცემა

აპრილის თვეში, ტრენინგები მომავალ ლიდერთა სკოლაში შერეული ფორმატით – როგორც დისტანციურ, ისე ლაივ რეჟიმში წარიმართა და ჯამში 7 სხვადასხვა საინტერესო თემა და 16 სესია მოიცვა

(more…)

...

“სივრცე დისკუსიისთვის” განახლდა

წელს, GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ისევ განახლდა შეხვედრების  სერია – სივრცე დისკუსიისთვის. სივრცე დისკუსიისთვის არის დამატებითი შესაძლებლობა „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) ახალგაზრდებისთვის, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. (more…)

...

ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოში პოლონეთის საელჩომ GIP-თან თანამშრომლობით დისკუსია გამართა

22 აპრილს, საქართველოში პოლონეთის საელჩოში გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის (ღია) კარის თამაშები: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მდგრადი პარტნიორობის გამოწვევები პრეზენტაცია და დისკუსია. ღონისძიება პოლონეთის საელჩომ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან (GIP) თანამშრომლობით გამართა.  
(more…)

...

GIP-მ მონაწილეობა მიიღო “ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC)” პოლიტიკურ დიალოგში

21 აპრილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ, ევროპარლამენტარ მარინა კალიუნრადთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში მდებარე “ევროპული პოლიტიკის ცენტრის” მიერ გამართულ ვებინარში სახელწოდებით: “საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის რეაგირების ეფექტურობა. რა იქნება შემდეგ”.
(more…)

...

თემატური ჯგუფების III კვარტალური შეხვედრა

პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნასა და სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაზე მუშაობას გულისხმობს. სულ 4 თემატურ სამუშაო ჯგუფში “მომავალ ლიდერთა სკოლის” #ELS2020 კურსდამთავრებულები ერთიანდებიან და ერთი წლის განმავლობაში ისინი მცირემასშტაბიანი პროექტების განახორციელებას გეგმავენ. მათ მენტორობას შესაბამისი დარგის ექსპერტები უწევენ. ყოველკვირეული შეხვედრების საშუალებით მენტორები მჭიდრო კავშირში არიან მონაწილეებთან და ეხმარებიან ჯგუფის წევრებს ცოდნა გაიღრმავონ სხვადასხვა მიმართულებით. (more…)

...

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მთავრობის მუშაობის პირველი 100 დღე შეაჯამა

16 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) წარადგინა ანგარიში „ქართული ოცნების“ მმართველობის  პირველი 100 დღე: რეალობა და გამოწვევები. ანგარიში ასახავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას. მასში გაანალიზებულია 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები სოციალურ-ეკონომიკური, დემოკრატიისა და საგარეო უსაფრთხოების სფეროებში. ანგარიშში ასევე შეფასებულია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა და თუ რამდენად ასრულებს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა წინასაარჩევნო დაპირებებს.

(more…)

...

GEOYOUTH2021 დაიწყო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი #GEOYOUTH2021 – ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებასა და მხარდაჭერას. ასევე, მათი საჭიროებების გამოკვეთასა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას. (more…)

...

საქართველოს ევროპეიზაცია 2020 წლის შემდეგ: პროგრესის შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება

2021 წლის 14 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ჩაატარა დისკუსია თემაზე “საქართველოს ევროპეიზაცია 2020 წლის შემდეგ: პროგრესის შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება”.  დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, აკადემიური და საჯარო სფეროს წარმომადგენლებმა  აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი ჩარჩოსა და საქართველოს ევროპიზაციის საკითხის განსახილველად. (more…)

...

ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან

2021 წლის 7 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ევროპარლამენტის წევრებს შორის მათი ბოლო განცხადების შესახებ. ონლაინ შეხვედრას 60-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ ჟურნალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილეს ევროკავშირის მედიაციის მცდელობები და მათ განცხადებაში ჩამოთვლილი არგუმენტები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ განცხადების ავტორებისათვის შეკითხვები დაესვათ. (more…)

...

ELS-ის დღიურები 2021 – მარტის თვის გამოცემა

მარტის თვეში #ELS2021-ის ტრენინგებმა ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. შევაჯამოთ მომავალ ლიდერთა სკოლაში გასულ თვეს ჩატარებული ტრენინგები, რომლებმაც ჯამში 5 სხვადასხვა საინტერესო თემა და 16 სესია მოიცვა.  (more…)

...

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ახალი პროექტი დაიწყო

2021 წლის მარტიდან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან ერთად დაიწყო პროექტი “სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი”. პროექტის მიზანია, შეაფასოს სამხრეთ კავკასიაში არსებული ცვალებადი გარემო გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე, რეგიონული აქტორების – თურქეთის, რუსეთისა და ირანის როლი. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ ინფორმირებული პოლიტიკის განვითარებას და მის შედეგებს რეგიონში ევროკავშირის გავლენის თვალსაზრისით. (more…)

...

D.RAD: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) „ჰორიზონტი2020“-ის ახალი პროექტის წევრი გახდა!

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) გახდა მონაწილე „ჰორიზონტი2020“-ის ახალი კვლევითი პროექტისა „D.RAD – დერადიკალიზაცია ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ: გამოვლენა, დარეგულირება, რეინტეგრაცია“. (more…)

...

„აღმოსავლეთ პარტნიორობა 2030 სცენარების კვირეული“ – საქართველოს ინკლუზიური ევროპეიზაცია: ეთნიკური უმცირესობები ადვოკატირებას უწევენ ცვლილებებს

19 მარტს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა აქტივისტებთან, ჟურნალისტებთან და სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებთან ჩაატარა ონლაინ სემინარი ინკლუზიური ევროპეიზაციისა და მისი მიღწევის გზების შესახებ. (more…)

...

ELS Women in Focus 2021

GIP ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოციალური მედია კამპანიით შეუერთდა.  ერთკვირიანი კამპანიის ფოკუსი გენდერული თანასწორობა და ქალთა სოციალურ-პოლიტიკურ ჩართულობა იყო. ამ მიზნით, 2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, აუდიტორიას გავაცანით შთამბეჭდავი ისტორიები მომავალ ლიდერთა სკოლის #ELS2021 რამდენიმე ქალი მონაწილისა, რომლებიც თავიანთ თემში სასიკეთო ცვლილებებისთვის იბრძვიან. (more…)

...