ტრენინგების ციკლი: ეთნიკური უმცირესობები საქართველოში და ევროპეიზაცია

2021 წლის 27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, ერაზმუს + ჟან მონეს პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ფარგლებში, რომელიც ფინანსურად მზარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. 

ტრენინგები ჩატარდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, რომელიც სპეციალურად პროექტის ბენეფიციარებისთვის შეიქმნა. ტრენინგის სახელმძღვანელო შედგენილია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ინიციატივით, ამავე ინსტიტუტის გამგეობის წევრის, გიორგი სორდიასა და პოლიტიკის ანალიტიკოსის, სალომე მინესაშვილის ავტორობით.

ტრენინგის სახელმძღვანელოს შემუშავებაში წვლილი შეიტანეს ექსპერტებმა ევროკავშირისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, რომლებიც ასევე იყვნენ ჩართულები ტრენერებად აღნიშნულ ტრენინგებში: 

  • გიორგი სორდია, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი (CSEM)
  • ივანე ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  • ნინო მარჯანიშვილი, თბილისში ერაზმუსის სტუდენტთა ქსელი (ESN)
  • კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  • ელენე ფანჩულიძე, ევროპის კოლეჯი (ბრიუგე, ბელგია)
  • ნათია დაღელიშვილი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR)

 

ტრენინ-პროგრამა სამი თემატური სესიისგან შედგებოდა:

თემა 1: ევროკავშირი და საქართველო: თანამშრომლობის ისტორია და ფორმატები

1.1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები

1.2. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობა: რას გულისხმობს აღნიშნული ფორმატები საქართველოსთვის?

თემა 2: ეთნიკური უმცირესობები და ევროკავშირი

2.1. უმცირესობათა უფლებები და ვალდებულებები ევროპული პოლიტიკის ჭრილში

თემა 3: ევროკავშირი-საქართველოს პროგრამები

3.1. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან

3.2. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში

3.3. საგანმანათლებლო პროგრამები ევროკავშირთან

ტრენინგები თითოეულ რეგიონში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ჯერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ჩატარდა  27-29 იანვარს, ხოლო შემდეგ –  ქვემო ქართლში, 1-3 თებერვალს. 

ტრენინგის, რომლის მონაწილეებიც კონკურსის შედეგად შეირჩნენ, მიზანი იყო  ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მონაწილეების ცნობიერების ამაღლება , ისე რომ შემდგომ ეტაპზე, თავიანთ თემში, მათაც შეძლონ საპილოტე ტრენინგების ჩატარება თემაზე. 

 

Related Posts