ტრენინგის სახელმძღვანელო – ეთნიკური უმცირესობები საქართველოში და ევროპეიზაცია

ტრენინგის სახელმძღვანელო შედგენილია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ინიციატივით, ამავე ინსტიტუტის გამგეობის წევრის, გიორგი სორდიასა და პოლიტიკის ანალიტიკოსის, სალომე მინესაშვილის ავტორობით, ერაზმუს + ჟან მონეს პროექტის „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის მიზანია წაახალისოს ევროკავშირის საკითხებზე დისკუსია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალებით. 

ტრენინგ სახელმძღვანელო განკუთვნილია ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების და განათლების სფეროდან შერჩეული ტრენერებისათვის, რათა მათ შემდგომში შეძლონ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ მიზნით სახელმძღვანელო წარმოდგენილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სახელმძღვანელოს შექმნას წინ უძღოდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საველე კვლევები და სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. სახელმძღვანელოს კონკრეტული თემები სწორედ აღნიშნული კვლევების შედეგად შეირჩა. სახელმძღვანელოს შინაარსის და სამიზნე აუდიტორიამდე მიწოდების მეთოდების შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემების ექსპერტები, რომლებიც ასევე გაუძღვნენ საპილოტე ტრენინგებს.

პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მასწავლებლები და ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები. სამიზნე რეგიონები შერჩეულ იქნა საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების განსახლების არეალის და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემატიკის გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არა მხოლოდ დისკუსიების წახალისება ევროპული პლიტიკის შესახებ და შესაბამისი ტრენინგების შეთავაზება სამიზნე აუდიტორიისთვის, არამედ უმცირესობათა საჭიროებების ადვოკატირება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

ნახვა გადმოწერა

 

სახელმძღვანელო სომხურად >>

სახელმძღვანელო აზერბაიჯანულად >>

Related Posts