უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია: გავლენები ქართულ დემოკრატიაზე

ექსპერტთა კომენტარი #16 | მარტი 2021

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიამ ნათელი გახადა საქართველოში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია. თუმცა, 2018 წლის შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ასევე აჩვენებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია შეუქცევადად ღრმავდება. მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია გარემოს მიუხედავად, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული ნეგატიური კამპანიით, შესაბამისი ხისტი რიტორიკით და მედია საშუალებების აშკარა მიკერძოებულობით – ამ ყველაფერმა კი ამომრჩევლებს გაურთულა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. დემოკრატიის მაჩვენებლების გაუარესების ფონზე, პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებული ნეგატიური კამპანიის და მედია მანიპულაციების პარალელურად, საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ხელი ასევე შეუწყო 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა  პარტიებმა არ აღიარეს არჩევნების შედეგები და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, თუ არ იქნებოდა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ხელახალი არჩევნები. მაშინ როდესაც, არსებული მდგომარეობა მხარეების მიერ აღქმულია როგორც ნულოვანი – ჯამის თამაში, სადაც ნებისმიერი დათმობა განიხილება როგორც დამარცხება, მსგავს პოლარიზებულ გარემოში მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ ვიწრო ინტერესებს ზოგადი დემოკრატიული პრინციპების სანაცვლოდ. შესაბამისად, ეს ფაქტორი ასუსტებს ინსტიტუტებსა და არჩეულ პოლიტიკოსებზე საზოგადოებრივ კონტროლს.

უცხოელ დიპლომატთა კორპუსი, რომელმაც  მხარეებს შორის უკვე რამდენიმე შეხვედრას გაუწია ორგანიზება, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს ოპოზიციისა და მართველი პარტიის მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებას. თბილისში ვიზიტის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად ჩაერთო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძებნის მცდელობაში  და ამ თემაზე სამუშაოდ სპეციალური წარმომადგენელიც კი გამოგზავნა. ამან გარკვეული იმედის ნაპერწკალი გააჩინა. თუმცა, ამ კომენტარის შედგენის მომენტში მხარეებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ღრმავდებოდა, რაც გამოიხატა მთავრობის მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ლიდერის დაპატიმრებითა და ძირითად საკითხებზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლის სურვილის არ არსებობით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, შერჩეულმა ექსპერტებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან შემდეგ ორ შეკითხვას უპასუხეს:

  1. თქვენი აზრით, ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის სტატუს ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში, რა პოტენციური რისკები არსებობს ქართული დემოკრატიისათვის?
  2. რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას როგორც მართველმა, ასევე ოპოზიციურმა პარტიამ იმისათვის, რომ შემცირდეს არსებული ან მომავალში შესაძლო კრიზისი და დაიწყოს დეპოლარიზაცია?

 

ნახვა გადმოწერა

 

Related Posts