ფოკუს ჯგუფები და ექსპერტ ინტერვიუები

პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” გუნდმა ჩაატარა სამი ფოკუს ჯგუფი ონლაინ. ფოკუს ჯგუფები ჩატარდა ერაზმუს+ ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. თავდაპირველად, დაგეგმილი იყო ფოკუს ჯგუფების დისკუსიების პირისპირ გამართვა, თუმცა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, დონორთან კონსულტაციისა და შეთანხმების საფუძველზე, პროექტის გუნდმა, 6 ფოკუს ჯგუფიდან 3 ონლაინ ჩაატარა შემდეგ რაიონებში: ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), დმანისსა და გარდაბანში (ქვემო ქართლი). 

Პროექტის კვლევითი აქტივობების ფარგლებში, ასევე ონლაინ რეჟიმში  ჩატარდა 12 ექსპერტ ინტერვიუ სხვადასხვა პროფილის რესპოდენტთან, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი დონის სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებთან, მედია-სააგენტოების ჩათვლით. Მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევითი ჯგუფი შეეცადა დაბალანსებული მიდგომის შემუშავებასა და იმ ადამიანთა გამოცდილების გათვალისწინებას, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ეთნიკურ უმცირესობებთან და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Related Posts