Საპილოტე ტრენინგები სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის

2021 წლის მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის მეორე ნახევრამდე, ჟან მონეს პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” მონაწილეებმა თავიანთ თემში, ჯამში 8 საპილოტე ტრენინგი ჩაატარეს (4 – ქვემო ქართლში, 4 – სამცხე-ჯავახეთში). Პროექტი წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ერაზმუს+ ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 

საპილოტე ტრენინგების ჩასატარებლად, Პროექტის მონაწილე Ტრენერები, რომლებიც მანამდე GIP-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში – “ეთნიკური უმცირესობები საქართველოში და ევროპეიზაცია” იღებდნენ მონაწილეობას, კონკურსის შედეგად შეირჩნენ. 

Საპილოტე ტრენინგები ჩატარდა სპეციალურად შემუშავებული ტრენინგის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, რომელიც ითარგმნა როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე. 

ჯამში სულ 4 ჯგუფი შეირჩა (2 ქვემო ქართლიდან და 2 – სამცხე-ჯავახეთიდან) და თითოეულმა მათგანმა, თითო ტრენინგ სესიაზე 35-ზე მეტ ადამიანს მოუყარა თავი.

Საპილოტე ტრენინგები ჩაატარეს ჯგუფებმა:

გუნდი 1 – სამცხე-ჯავახეთი, რომლის წევრებიც იყვნენ გიორგი ოგანესიანი, ჰაიასტან  (მარიამ) გინოსიან, არაქსია დემურჩიან და კატია სარკსიანი. მათ საპილოტე ტრენინგები ჩაატარეს თემებზე: 1) საგანმანათლებლო პროგრამები ევროკავშირთან; 2) თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. მათი სამიზნე ჯგუფები იყვნენ მცირე და საშუალო მეწარმეები და ახალგაზრდები. 

გუნდი 2 – სამცხე-ჯავახეთი, რომლის წევრებიც იყვნენ  ტიგრან ტარზიანი, ლიდა ალმასიანი და კრისტინა ხოცანიანი. მათ საპილოტე ტრენინგები ჩაატარეს თემებზე: 1) უმცირესობათა უფლებები და ვალდებულებები ევროპული პოლიტიკის ჭრილში 2) უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. Მათი სამიზნე აუდიტორია ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. 

გუნდი 3 – ქვემო ქართლი, რომლის წევრებიც იყვნენ  სამოქალაქო აქტივისტები აიჰან გასანოვი და ლამან რზაევა. მათი საპილოტე ტრენინგები შეეხებოდა თემებს: 1) საქართველოს საგარეო პლიტიკის ევროპეზიცია: გამოწვევები და პერსპექტივები. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობა. 2) უმცირესობათა უფლებები და ვალდებულებები ევროპული პოლიტიკის ჭრილში. მათ შერეული სამიზნე აუდიტორია ჰყავდათ. 

გუნდი 4 – ქვემო ქართლი, რომლის წევრებიც იყვნენ რაბილ ისმაილი და აიშან ბაირამოვა. Მათ საპილოტე ტრენინგები ჩაატარეს თემებზე: 1) საგანმანათლებლო პროგრამები ევროკავშირთან; 2) უმცირესობათა უფლებები და ვალდებულებები ევროპული პოლიტიკის ჭრილში. Მათი სამიზნე აუდიტორია გახლდათ როგორც ახალგაზრდა, ისე შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები. 

 

 

Related Posts