18/10/2019 magda

დავით გარეჯი ქართულ ეროვნულ ნარატივსა და პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგში: რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
18-10-2019

2019 წლის აპრილ-მაისში ქართული საზოგადოება მღელვარებამ მოიცვა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, რასაც წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა. 20 აპრილს ადგილზე ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო,[1] სადაც ის დავით გარეჯთან და მასზე გამავალ სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების სასწრაფო გადაწყვეტის საჭიროებაზე საუბრობდა. მომდევნო დღეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სამ მონასტრამდე მისასვლელი გზა მნახველებისთვის დახურეს.[2] ბერთუბნის, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს ჩაკეტვა ქართველი მოსახლეობისთვის მასშტაბური პროტესტების საგნად იქცა, თუმცა დავით გარეჯის პრობლემით გამოწვეული მღელვარება 20 ივნისს გამართულმა ანტირუსულმა აქციამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გადაფარა. შედეგად, დავით გარეჯის საკითხზე საუბარი და მისი წარმატებით გადაჭრა კიდევ უფრო პრიორიტეტულია მმართველი პარტიისთვის, რადგან საკითხს შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მის მიმართ საზოგადოების განწყობაზე. აქედან გამომდინარე, წინამდებარე სტატიის მიზანია დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებული სამი ძირითადი ფაქტორის გაანალიზება. პირველი, როგორ ხდება დავით გარეჯის საკითხის წარმოჩენა ქართულ ნაციონალურ ნარატივში და როგორ აღიქმება ის საზოგადოებაში. მეორე, რამდენად ცდილობენ პოლიტიკური პარტიები ამ საკითხით მანიპულირებას 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. ბოლოს, რა ალტერნატივები აქვს ქართულ პოლიტიკურ ელიტას ამ თემაზე სამუშაოდ და საკითხის რა გადაწყვეტა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას.

*ნინო სამხარაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.


[1] სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili. 2019. Facebook(20 აპრილი, 2019). ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/2233615026732952/. 15 ოქტომბერი, 2019.

[2] Civil.ge. 2019. „დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.“ ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/303409. 14 ოქტომბერი, 2019.

, , , , , ,