03/03/2017 GIP

სეკულარიზმის დილემა თურქეთში: თანამედროვე გამოწვევები

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
03-03-2017
გიორგი სიხარულიძე
პოლიტიკის მეცნიერებათა ბაკალავრი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რელიგიის პოლიტიზირების საკითხი ბოლო პერიოდამდე დღის წესრიგში არასდროს იდგა, უფრო მეტიც, ეს ურთიერთკავშირი პრობლემის სახეს არ ღებულობდა. რელიგია ხელისუფლების განუყოფელი და მნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რის გამოც ხშირად ადგილი ჰქონდა დაპირისპირებებს სასულიერო და საერო ხელისუფლების წევრებს შორის. საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირებების შედეგად პოლიტიკური და სასულიერო პრეროგატივები, უფლებები და მოქმედების არეალი მკვეთრად გაემიჯნა ერთმანეთს.

თუმცა ბოლო პერიოდში, რელიგია კვლავ გლობალურ აღორძინებას განიცდის. ეს არ არის მხოლოდ რელიგიური ღვთისმსახურების გამოღვიძება; რელიგიური აქტორები ამჟამად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტებს ფლობენ. „რელიგიურმა ტრადიციებმა და საზოგადოებებმა შეიძინეს პოლიტიკური მნიშვნელობა“ და „რელიგიის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოყენება მთელ მსოფლიოს მოედო“ (Habermas 2006,1-2).

თურქეთის რესპუბლიკა ხშირად ერთადერთ ისლამურ სეკულარულ სახელმწიფოდ მოიაზრება (რეალურად ინდონეზია და მალაიზიაც ისლამურ სეკულარულ ქვეყნებს წარმოადგენენ); თურქული სეკულარიზმი საფუძველს იღებს ათათურქის პერიოდიდან, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის დღიდან. მრავალი კონფლიქტისა და კონფრონტაციის შედეგად თურქულმა სეკულარიზმმა დღევანდელი სახე მიიღო. 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობამ კი მეცნიერთა კიდევ უფრო დიდი დაინტერესება გამოიწვია. თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროკავშირის ერთადერთ ისლამურ სახელმწიფოს, ნატოს წევრ და არმიის მომზადების ხარისხით მეორე ქვეყანას, ასევე თურქეთის რესპუბლიკას აქვს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა, რის გამოც ის შუა აზიასა და კავკასიის რეგიონში მედიატორად მოიაზრება.

, , , ,