ანა მირაქოვა

სტაჟირების პერიოდი - ივნისი-სექტემბერი, 2020
Book AN Appointment
ანა მირაქოვა ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის გამოყენებითი უცხო ენებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. ის ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ანა ერთი სემესტრის განმავლობაში  Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა სილეზიის უნივერსიტეტში, პოლონეთში. მისი კვლევითი ინტერესები უკავშირდება მშვიდობისა და კონფლიქტის კვლევებს, რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებს. ანა ჩართულია სხვადასხვა აკადემიურ პროექტებსა და აქტივობებში.