გვანცა დავითაშვილი

Book AN Appointment

გვანცა დავითაშვილი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სადაც ასწავლის ევროპეიზაციასა და ევროპულ ინტეგრაციას. მას აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში სწავლების 8 წელზე მეტი გამოცდილება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. გვანცა დავითაშვილს აქვს მუშაობის გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვისა და კვლევის მიმართულებით 5 წელზე მეტი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი). ის ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში (ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ესპანეთი) და მაგისტრის ხარისხს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სამართლსა და ევროპულ ინტეგრაციაში (გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია). მისი კვლევითი ინტერესებია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია, საგარეო ევროპეიზაცია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიზაცია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. ის არის ავტორი არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის, კომენტარისა და სასწავლო მასალის. გარდა მშობლიური ქართული ენისა, ფლობს ინგლისურს, ესპანურსა და რუსულ ენებს.