გვანცა იჩქითი

პროექტის კოორდინატორი
Book AN Appointment

გვანცა იჩქითი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის კოორდინატორია. ის ამჟამად სწავლობს შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (Speyer) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) საჯარო ადმინისტრირების საერთო სამაგისტრო პროგრამაზე. გვანცა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხს, რომელზე სწავლის დროსაც აკადემიური სემესტრი გაატარა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში (ჩეხეთის რესპუბლიკა). მას უმუშავია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში საქართველოსა და საზღვარგარეთ. გვანცას უახლესი სამუშაო გამოცდილება გახლავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის პოზიცია. იგი დაინტერესებულია პოლიტიკური სისტემებით, იდეოლოგიებით, გარემოს დაცვის პოლიტიკითა და მდგრადი განვითარებით თემატიკით.