თათია დოლიძე

Book AN Appointment

თათია დოლიძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) გუნდს აფილირებული ანალიტიკოსის სტატუსით 2019 წლის ოქტომბერში შეუერთდა. ამავდროულად, თათია დოლიძე არის ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი. 2015 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ევროპათმცოდნეობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე. სემესტრულად თანამშრომლობს ასევე კავკასიის და საქართველოს უნივერსიტეტებთან, და საჯარო გამოსვლების ტრეინინგებს უძღვება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

თათია დოლიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) მაგისტრის ხარისხს (Cum Laude) ევროპათმცოდნეობაში და არის ევროპული სწავლების პროგრამის დოქტორანტი თსუ-სთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში სწავლობდა ასევე ვილნიუსის უნივერსიტეტში, ლიეტუვა (ბილატერალური გაცვლა), სიენას უნივერსიტეტში, იტალია (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი) და მასარიკის უნივერსიტეტში, ჩეხეთი (ერასმუს+).

თათია დოლიძეს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი პოზიციები: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში; საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში; ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარი ევროპული პოლიტიკის სწავლებების ცენტრში (CEPS), ბრიუსელი, ბელგია; კონტრაქტორი ევროპარლამენტში, ევროპული საპარლამენტო კვლევითი სერვისის გენერალურ დირექტორატში, ბრიუსელი, ბელგია. არის არაერთი კვლევის და მედიაპუბლიკაციის ავტორი.

თათია ქართულის გარდა გამართულად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და რუსულ ენებზე. საშუალო დონეზე იცის ესპანური ენაც.