მარიამ აფრიაშვილი

სტაჟირების პერიოდი - იანვარი-ივნისი, 2017
Book AN Appointment
მარიამ აფრიაშვილი არის ევროკავშირ-რუსეთის კვლევების მაგისტრი (ტარტუს უნივერსიტეტი), ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტიდან. როგორც გაცვლითი სტუდენტი, სწავლობდა პარიზში, პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში (SciencesPo Paris) ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.
 
მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში მარიამმა სტაჟირება გაიარა ლატვიასა და ლიტვაში არსებულ წამყვან არასამთავრობო, კვლევით ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (LIIA), საერთაშორისო გამჭირვალობა ლატვიადელნა და აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერებების ცენტრი (EESC).
 
მისი კვლევითი ინტერესები უკავშირდება ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობას და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებს.