ნინო გოზალიშვილი

Book AN Appointment

ნინო გოზალიშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატია ნაციონალიზმის კვლევებისა და შედარებითი ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: პოსტ-სოციალისტური პოლიტიკური ტრანსფორმაციები, ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ნაციონალიზმისა და ნაციონალისტური პოპულიზმის თანამედროვე ისტორია სამხრეთ კავკასიაში.

ნინო ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ნაციონალიზმის კვლევების მიმართულებით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. გაცვლითი პროგრამით იგი იმყოფებოდა ვარშავის უნივერსიტეტსა და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ფრანკფურტში (ოდერი). 

ამჟამად ნინო ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში სასწავლო ასისტენტია და მიღებულია ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის (CEES) დროებით წევრად. ამასთან, იგი იკვლევს  ევროპაში მემარჯვენე პოპულისტური დისკურსების ინტერნაციონალიზაციას და ნაციონალისტური პოპულიზმის განვითარებას პოსტ-კომუნისტურ საქართველოში. ნინო ასევე თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დეზინფორმაციისა და ექსტრემიზმის დაძლევაზე მუშაობენ, ასევე კვლევით ინსტიტუტებთან უნგრეთში, საქართველოსა და პოლონეთში.