ნინო ქუფარაშვილი

ფინანსური ასისტენტი
Book AN Appointment

ნინო ქუფარაშვილი GIP-ში ფინანსურ ასისტენტად მუშაობს. მას მაგისტრის ხარისხი 2015 წელს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიენიჭა, სადაც იგი ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის პროგრამაზე 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. ესტონეთში ყოფნის დროს ნინომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიური გლობალური შეჯიბრში CFA Institute Research Challenge, რომელმაც ინტენსიური ტრენინგების საშუალებით მისთვის უზრუნველყო დამატებითი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება ფინანსური ანალიზისა და პროფესიონალური ეთიკის საკითხებში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მას ეხმარება იყოს ფინანსური და ეკონომიკური ანალიტიკოსი, რომელიც ჩართული იქნება ეკონომიკურ, ფინანსურ და ბიზნეს კვლევებში. სწავლის დამთავრების შემდეგ ესტონეთიდან დაბრუნებისას მან სტაჟირება გაიარა ფინანსთა სამინისტროში – მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური დაგეგმვის დეპარტამენტში. ბაკალავრის ხარისხი ნინომ ბიზნეს ადმინისტრირებასა და ფინანსებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იგი 2008-2012 წლებში სწავლობდა.