ნონა მიხელიძე

Book AN Appointment

ნონა მიხელიძე არის Istituto Affari Internazionali (IAI) უფროსი მკვლევარი, ფლობს მაგისტრის ხარისხს- რეგიონალიზმი: ცენტრალური აზია და კავკასიის სწავლებები (ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, ბერლინი). იგი იყო Volkswagen Foundation-ის სტიპენდიანტი, როგორც მკვლევარი ჰუმბოლტის უნივერსიტეტში. ნონა მიხელიძე ფლობს მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (Scuola Normale Superiore, პიზა)

ნონა მუშაობდა ევროკომისიის მეექვსე და მეშვიდე ჩარჩო პროექტზე -CORE, MICROCON, MERCURY and EU4SEAS. 2011 წლიდან იგი არის რედაქტორი წიგნისა – The International Spectator, რომელიც არის იტალიის უძველესი ინგლისურენოვანი  ჟურნალი საერთაშორისო ურთიერთობების თემატიკაზე მიძღვნილი, გამოქვეყნებული Routledge-ის მიერ.

ამჟამად , ნონა არის სამეცნიერო კოორდინატორი პროექტის სამხრეთ კავკასია და დასავლეთი: ახლო თანამშრომლობისკენ. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და კონფლიქტების რეზოლუციას სამხრეთ კავკასიაში, შავ ზღვასა და რეგიონულ თანამშრომლობას, თურქეთსა და კასპიის რეგიონს, რუსეთის საგარეო პოლიტიკას პოსტ საბჭოთა სივრცეში.