სალომე კანდელაკი

პროექტის კოორდინატორი
Book AN Appointment

სალომე კანდელაკი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის კოორდინატორია. 2017 წელს მან მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში.  მისი ვიწრო სპეციალიზაციის სფეროა  შედარებითი პოლიტიკა. გარდა ამისა, მას დამთავრებული აქვს გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (Speyer) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საჯარო ადმინისტრირებაში. მისი უახლესი სამუშაო გამოცდილება გახლავთ ფონდების მოძიების მენეჯმენტი ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში (EMC), წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შესრულება თბილისის საკრებულოში და პროექტების მართვა სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. მისი გამოცდილების სფეროა შედარებითი ანალიზი, განსაკუთრებული აქცენტით რელიგიასა და პოლიტიკაზე, რეგიონალიზმსა და დემოკრატიზაციაზე. მის კვლევით ინტერესებში ასევე შედის ევროპეიზაცია, გაყინული კონფლიქტები და სეკულარიზმის საკითხები ევროპაში.